პიროვნული განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ადამიანის ჭეშმარიტი გაღვიძება არ არის სტატუსი ან ტიტული, რომელსაც ადამიანი იღებს სხვების დასაკნინებლად. პირიქით, რაც უფრო მეტად იღვიძებს სული, მით უფრო მეტად ხედავს ის ერთობას:
„ადამიანი რომელიც თანაგრძნობას კარგავს და სხვისი ძილი უხარია ნიშნის მოგებით და ამპარტავნულად უყურებს სხვებს თითქოს თვითონ რჩეული იყოს, ის თავადვეა ძილში.
სიყვარულის ბუნებაში გაცნობიერებული ადამიანი თანაგრძნობის გარეშე არ არსებობს. თანაგრძნობასაც ბუნებრივია ბალანსი სჭირდება ისევე როგორც ყველაფერს.
არასოდეს გაგვიხარდეს ვინმე თუ თავის სულის გზაზე წაიქცა, არასოდეს გაგვიხარდეს თუ ვინმეზე მეტი გამოცდილება გვქონდა, არ დავყოთ ადამიანები ცუდებად და კარგებად ეს ჩვენი საქმე არ არის. განმსჯელი გული არ არის ღვთის სიყვარულში.
ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს უხარია, მე მღვიძავსო და იმათზე მეტი ვარო , ზემოდან უყურებენ სხვებს, ეს მხოლოდ ამპარტავნებაა, რომელზე ვერაგი მტერიც კაცობრიობისთვის არ არსებობს. ჩვენი გზაც სწორედ ის არის რომ დავდგეთ ამპარტავნებაზე მაღლა, შიგნიდან არ გვიხაროდეს თუ ვინმეზე უკეთ ვართ ახლა, მანკიერი ბუნების გარდაქმნის გარეშე ადამიანი ღვთის სიყვარულს სრულად ვერ შეიგრძნობს.
ქრისტესმიერი სიყვარული სხვაა. ის არ ყოფს. გვიყვარდეს ერთმანეთი..
არავინ არავისზე მეტი არაა. და თუ ვინმეს ჰგონია რომ მეტია ის ჯერ ამპარტავნებაშია. ღმერთი არ ყოფს ადამიანებს.
როდესაც სულიერი განვითარება იარაღად იქცევა სხვებზე აღმატებულობის დასამტკიცებლად, ეს უკვე აღარ არის სინათლე, ეს არის „ ამპარტავნება“ .
ჭეშმარიტი გაღვიძება არ არის სტატუსი ან ტიტული, რომელსაც ადამიანი იღებს სხვების დასაკნინებლად. პირიქით, რაც უფრო მეტად იღვიძებს სული, მით უფრო მეტად ხედავს ის ერთობას. როდესაც ადამიანი ამბობს მე მღვიძავს და შენ გძინავსო, ის სწორედ იმ მომენტში იძირება ყველაზე ღრმა ძილში.
ამპარტავნება ვერაგია, რადგან ის ხშირად სათნოების ნიღაბს ირგებს. ის ეჩურჩულება ადამიანს, რომ მისი ცოდნა, მისი გამოცდილება ან მისი „სულიერება“ მას სხვებზე მაღლა აყენებს. ჭეშმარიტი სიმაღლე მხოლოდ სიმდაბლეშია.
როგორც კი ჩნდება ნიშნის მოგება სხვისი შეცდომის გამო, სიყვარული ქრება და მის ადგილს იკავებს ცივი, განსჯადი გონება.
თანაგრძნობა არის ხიდი .თუ ეს ხიდი ჩატეხილია, ადამიანი იზოლაციაშია. ვინც ნამდვილად „გაიღვიძა“, მან იცის, რომ ის და „დაცემული“ ძმა ერთი მთლიანობის ნაწილები არიან. ქრისტესმიერი სიყვარული არ სვამს კითხვას ვინ იმსახურებს სიყვარულსო, ის უბრალოდ ასხივებს, როგორც მზე.
როდესაც ჩვენ ვყოფთ ადამიანებს „კარგებად“ და „ცუდებად“, ჩვენ ვცდილობთ ღმერთის ფუნქცია შევითავსოთ, თუმცა გვავიწყდება, რომ ღმერთი სიყვარულია და არა მკაცრი მოსამართლე, რომელიც სხვის მარცხზე ხარობს.
ჩვენი მთავარი ბრძოლა სწორედ შინაგან „მესთან“ იმართება, რომელსაც მუდმივად სურს იყოს „უკეთესი“, „აღმატებული“ და „რჩეული“. თუმცა, ჭეშმარიტი გამარჯვება მაშინ მოდის, როცა ჩვენს გამოცდილებას სხვების საკეთილდღეოდ ვიყენებთ და არა მათ დასამცირებლად.
არავინ არის ვინმეზე მეტი“, - წერს თეო ხაბულიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ასე ვრეპეტიციობთ მე და საბა ყოველდღიურად...“ - სოცქსელში ამღერებული მარიამ ელიეშვილი