Digest Logo

🎥 „ამით ყველაფერ ნეგატიურს წარსულში დატოვებთ...“ - გოგა მანიას რჩევა 9 აგვისტოსთვის

1754736333
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

ამჯერად გოგა მანიამ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გაავრცელა, სადაც 9 აგვისტოს გასათვალისწინებელ რჩევას გვიზიარებს.

„დღევანდელ დღეს, ღამის 12 საათამდე ძალიან გთხოვთ შეიჭრათ თმა, რადგან ამით ყველაფერ ნეგატიურს წარსულში დატოვებთ. თუნდაც ძალიან ცოტა. იგრძნობთ უდიდეს შვებას და ყველა სახის ნეგატივი მოგეხსნებათ. კარგია ასევე ფინანსური ენერგიებისთვის, წარმატებისთვის და ახალი საქმეების წამოსაწყებად“, -  ამბობს გოგა მანია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ბევრი ადამიანი უფრო მოწყვლადი და ფაქიზი გახდება...“ - 10 აგვისტოს ასტროპროგნოზი რამაზ გიგაურისგან

⭕ როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები?

🎥 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა