Digest Logo

„ბევრი ადამიანი უფრო მოწყვლადი და ფაქიზი გახდება...“ - 10 აგვისტოს ასტროპროგნოზი რამაზ გიგაურისგან

1754734958
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 10 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:

„დღის ასტროლოგიური ტენდენციები – 10 აგვისტო

10 აგვისტოს, 10:50 საათზე მთვარე თევზების ზოდიაქოში გადავა, რაც 10-11 აგვისტოს ემოციურ დღეებად „აქცევს“. ბევრი ადამიანი უფრო მოწყვლადი და ფაქიზი გახდება. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც ისედაც ემოციურები არიან და ყველაფერი „გულთან ახლოს მიაქვთ“. ზოდიაქოს ნიშნებიდან ბუნებრივია, შედარებით რთული თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის იქნება.

10 აგვისტოს პირველი ნახევარი უფრო რთული და წინააღმდეგობრივი იქნება, ვიდრე მეორე ნახევარი. 12:52 საათზე ვხედავთ მთვარე - ურანის ნეგატიური ასპექტის პიკს, რაც მიანიშნებს ემოციურ რყევებზე, ემოციების სწრაფ დინამიკაზე და ზოგჯერ არაადეკვატურობაზეც კი. თუმცა მეორე ნახევარში, მარსი-პლუტონის გავლენით საერთო მდგომარეობა უფრო დასტაბილურდება. ადამიანებში გაძლიერდება ნებისყოფა და მიზანსწრაფვა. შესაძლებელი გახდება იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც გამძლეობასა და ამტანობას ითხოვენ. გაძლიერდება კონცენტრაციის უნარიც, რაც დამატებითი ინსტრუმენტი გახდება წარმატებების მიღწევის კუთხით“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები?

🎥 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

⭕ „სურვილების ჩაფიქრების ჯადოსნური დროა...“ - აგვისტოს მთავარი მოვლენა 12 რიცხვში, ქეთი ოდიშელის რეკომენდაციები