Digest Logo

„აქ „ინახება“ ყველაფერი, რასაც საკუთარ თავში ვერ ვიღებთ ან ვმალავთ და ეს ჰოროსკოპის ბნელი კუთხეა“ - რამაზ გიგაური მე-12 სახლის მნიშვნელობაზე

1762929823
რამაზ გიგაური.

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად ასტროლოგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მე-12 სახლის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„მე-12 სახლი:

უხილავი „ხვრელი", საიდანაც ენერგია გაედინება

როცა საქმე მე-12 სახლს ეხება, ყოველთვის ჩნდება რაღაც იდუმალის, მიუღწევლის, ილუზორულის შეგრძნება.  

ეს არის სივრცე, სადაც გარეგანი და შინაგანი ერთმანეთს ებმის, სადაც პირადი კოლექტიურში (საერთოობაში) გადადის. მე-12 სახლიდან ჩვენი ენერგია ისე გაედინება, როგორც თითებს შუა წყალი ან ქვიშა. აქ ვეჯახებით არა მხოლოდ იდუმალს, არამედ იმასაც, რაც ჩვენზე ცნობიერების გვერდის ავლით (არაცნობიერით და ხშირად კოლექტიური არაცნობიერით) მოქმედებს.

მეთორმეტე სახლი — ეს არის ჰოროსკოპის ბნელი კუთხე (ან ფსკერი), სადაც ადამიანი ჩვეულებრივად არ „იხედება“ (ვერ აღწევს). ეს ფსკერია, მაგრამ ეს არის ერთგვარი ემოციური „სანაგვეც“, რადგან სწორედ აქ გროვდება ყველაფერი, რასაც ვფარავთ — ჩრდილები, შიშები, სისუსტეები, სირცხვილი და ფარული სურვილები, რომელთა აფიშირება არ გვინდა ან არ ხერხდება.

კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, მე-12 სახლში „ინახება“ ყველაფერი, რასაც საკუთარ თავში ვერ ვიღებთ ან ვმალავთ.

თუმცა რაც უფრო მეტს ვმალავთ, მით უფრო ძლიერად იწყებს ეს სახლი ჩუმად მართვას.

მისი ნეგატიური გავლენა:

• ჩუმად, ზედმეტი ხმაურის გარეშე აზიანებს გეგმებს;
• არღვევს ჯანმრთელობას (უფრო ფსიქიკურს);
• გვაბამს უცნაურ სიტუაციებში (გასაიდუმლოებულში, საეჭვოში, კრიმინალურში);
• გვაიძულებს ვიგრძნოთ თავი მსხვერპლად.

ადამიანს შეიძლება გულწრფელად სწამდეს, რომ „ის სრულიად სუფთა და კეთილია“, მაგრამ არაცნობიერად მის შიგნით მთელი „ნაგვის გროვა ლპება“ — შურის, წყენის, სიბრაზისა და შიშისგან. და ადამიანი რაც უფრო მეტად ცდილობს ამის დაფარვას, მით უფრო ძლიერად ჟონავს ეს „სუნი“ გარეთ.

მე-12 სახლი ხშირად ვლინდება ისეთი გარემოებებით, რომლებიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას უნგრევს (საპირისპირო მე-6 სახლის გავლენა) და ადამიანს საკუთარ თავთან მარტო ტოვებს.

ეს შეიძლება იყოს:

• ავადმყოფობა
• პატიმრობა (ან ნებისმიერი იზოლაცია)
• ემიგრაცია
• ან უბრალოდ იმის განცდა, რომ „არავინ გიგებს“.

ეს არის ის „შავი სარკე“ (გაგახსენდათ სერიალი ხომ?), სადაც ჩახედვის გვეშინია. რადგან იქ ჩრდილებსა და დემონებს ვხედავთ, თუმცა ეს ჩვენი სამყაროა - ჩვენი ჩრდილები და ჩვენი დემონები.

რას ვკარგავთ მე-12 სახლში?

უპირველესად, ფსიქიკურ ენერგიას. ეს არის ყურადღება და შინაგანი რესურსი, რომელიც იხარჯება საკუთარ შიშებთან, ჩახშობილ სურვილებთან და გამოდევნილ აგრესიასთან ბრძოლაში.

შედეგი:

• სიცოცხლის ტონუსის გაქრობა;
• ქრონიკული დაღლილობა (შეგრძნება „თითქოს მუდამ გამოუძინებელი ხარ“);
•  ფოკუსის დაკარგვა;
• ნების გაქრობა (როცა მოქმედების ნაცვლად ფანტაზიებში მიდიხარ).

რატომ ხდება ეს?

იმიტომ, რომ თითქმის მთელი მე-12 სახლი ეს არის კოლექტიური არაცნობიერი, რომელიც „გვითრევს“ და ჩვენს პიროვნულ ენერგიას, ჩვენს პერსონას (მეზობელი პირველი სახლის ენერგია) ანულებს.

ამ სახლში „ცხოვრობენ" სცენარები, რომელთა აღიარებაც არ გვსურს:

• სხვის ემოციებზე დამოკიდებულება;
• სხვების გადარჩენის მანია (საკუთარი თავის საზიანოდ);
• ილუზიებისკენ ლტოლვა;
• ფსიქოსომატური სიმპტომები.

ეს ყველაფერი ენერგიის უზარმაზარ ხარჯვას მოითხოვს — და ეს ყველაფერი მიდის... არსად: არა შექმნაზე, არამედ საკუთარი ემოციური „ხვრელების“ ამოსავსებად.

მე-12 სახლი — ეს არის ზონა, სადაც კონტროლი არ მუშაობს.

თუ მისი მექანიზმი არ იცი, ის უძირო ორმოდ გადაიქცევა: იქ გარბის ძალები, ჯანმრთელობა და საკუთარი ცხოვრების მართვის უნარი.

პლანეტები, რომლებიც მე-12 სახლში არიან (ან მის მმართველთან არიან კავშირში), გვიჩვენებენ, რომელი გზით ხდება ენერგიის ძირითადი გაჟონვა.  

სად მიმართავენ პლანეტები თავის ძალებს, როცა მე-12 სახლის ნეგატიურ ზემოქმედებაში არიან?

☉ მზე — შეგრძნებაში, რომ „მე არავინ ვარ“, სხვისი როლით ცხოვრებაში, საკუთარი განვითარების ვექტორის დაკარგვაში, მამის არქეტიპის მსხვრევაში.

☽ მთვარე — შფოთვაში, შინაგან შიშებში, განწყობის არასტაბილურობაში, ემოციურ გადაწვაში, დედაზე დარდში ან პირიქით, მისგან გაქცევის სურვილში.

☿ მერკური — დაუსრულებელ აზრების ტრიალში, თვითჩაძიებაში, შფოთვით სცენარებში.

ვენერა — სხვისი სიყვარულისგან დამოკიდებულებაში, შეუძლებელ ან ფარულ ურთიერთობებში, იმედგაცრუებებში.

მარსი — ჩახშობილ აგრესიაში, შინაგან ბრძოლაში, ავადმყოფობებში (გამოუხატავი ენერგიის გამო).

♃ იუპიტერი — ფანატიზმში, ყალბ „გურუებში“, პოლიტიკურ თუ რელიგური იდეოლოგიებში.

♄ სატურნი — დანაშაულის შეგრძნებაში, სასჯელის შიშში, იმ ჩარჩოებში ცხოვრებაში, რომლებიც ადამიანმა თავადვე შექმნა.

♅ ურანი — ქაოსში, მოულოდნელ აფეთქებებში, ცხოვრების ნერვული დაძაბულობისა და გაუთვლელობის რეჟიმში.

♆ ნეპტუნი — ილუზიებში, თვითმოტყუებაში, დამოკიდებულებებში, საზღვრების დაკარგვასა და რეალობისგან გაქცევაში.

♇ პლუტონი — დამანგრეველ სცენარებში, უძლურების შეგრძნებაში, ბრძოლაში უხილავ ძალებთან“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩვენი დრო დადგა, ძვირფასებო და აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ“ - ხათუნა ნოელი იუპიტერის რეტრო მოძრაობაზე

📸 ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში ამჯერად ახალციხე მოხვდა - რა კადრებს აქვეყნებს ფოტოხელოვანი

⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი