Digest Logo

„აქედანვე გეუბნებით, სიშტერეა და არ ქნათ ეგ. საახალწლო სუფრაზე არც ე. წ. შუშხუნები აანთოთ“ - რას წერს ასტროლოგი

1703827055
რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში საზოგადოებას ახალი წლის ღამესთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევას აძლევს👇

„რომელიმე ასტროლოგი თუ იტყვის, რომ ახალ წელს ჭიქაში დასხმულ არაყს ცეცხლი უნდა მოუკიდოთ და ისე დალიოთ, რომ დრაკონს ესიამოვნოს, აქედანვე გეუბნებით, მამალი სიშტერეა და არ ქნათ ეგ.  

არც ფეიერვერკი იყიდოთ და არ ისროლოთ.  

საახალწლო სუფრაზე არც ე. წ. შუშხუნები აანთოთ. საშინლად მომწამვლელია და ნუ შეგაქვთ მისი წვის შემდეგ გამოყოფილი შხამი თქვენს ოჯახის წევრების ფილტვებში. იყავით ეკოლოგიურები.  

რა უნდა გააკეთოთ?

აიღეთ ერთი ჭიქა ღვინო და დაილოცეთ სიტყვით, დალოცეთ თქვენი ოჯახი, თქვენი ქვეყანა, მსოფლიო, რადგან თქვენს კეთილ სიტყვას და სურვილს შეისმენს თქვენი დამბადებული.  

P.S. თუ ღვინო არ გაქვთ? ნებისმიერი ალკოჰოლი ან არაალკოჰოლური სასმელიც კი შეიძლება. მთავარი თქვენი სიტყვა და ემოციაა“, - წერს რამაზ გიგაური.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ხელის თხოვნა მესხეთის დრამატულ თეატრში - ემოციური კადრები

🔵„ორი საოცარი ქალბატონი“- კრისტი ყიფშიძე კირა ანდრონიკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

„თოვლი მოსულა“- ქუჩის ბიჭები და ნინი ქარსელაძე ისევ ერთად ამღერდნენ