Digest Logo

„აქტიურად იმუშავეთ პარტნიორებთან, რათა გაჭიანურებული საკითხები საბოლოოდ გადაწყდეს...“ - მიმდინარე კვირის ნუმეროპროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

1788176244
ქეთევან ჯანდიერი

ეს არის ზოგადი ნუმეროპროგნოზი ამ კვირისთვის (31 აგვისტო – 6 სექტემბერი):

ამ კვირას ასე დავასათაურებდი: „სიზუსტე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სისწრაფე“. ეს კვირა ზაფხულს ასრულებს და შემოდგომის კარს გვიღებს. პერიოდი ოდნავ ნერვიული, თუმცა მთლიანობაში პოზიტიური იქნება.

წარმატება მოვა გათვლით, ცოდნითა და მოლაპარაკების უნარით!! ფინანსური შესაძლებლობები დანაკარგების რისკებთან ერთად იარსებებს. ნუ მისცემთ აჩქარებასა და ქაოსს უფლებას, თქვენი გადაწყვეტილებები მართოს და გახსოვდეთ, ზოგჯერ გზის შუაგულშიც კი შეიძლება ოქროს ზოდი იპოვო!

▫️ გააზრებული გადაწყვეტილებები

▫️ ფინანსური შესაძლებლობები

▪️ იმპულსურობა ხელს შეგიშლით

▪️ გაზრდილი იქნება ავარიების რისკი.

📌 პიროვნებისთვის:  გახსოვდეს! სიმშვიდე წარმატების საწინდარია. იქ, სადაც სხვები ემოციების გავლენით მოქმედებენ, თქვენ შეაჩერეთ ნაბიჯი, აიღეთ პაუზა და შედეგები წინასწარ გათვალეთ. ისწავლეთ, განვითარდით და ნელ-ნელა ეძებეთ ახალი გზები. ცხოვრება ახალ რელსებზე გადადის, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ მიდგომის შეცვლის, ოღონდ მთავარია - მიზანი შეინარჩუნეთ! დააკვირდით სამყაროში მიმდინარე ტენდენციებს, მაგრამ ბრმად ნუ გაჰყვებით მათ, ისინიც მალე შეიცვლებიან. თქვენი „მე“ თქვენი ყველაზე დიდი კაპიტალია. დააფასეთ საკუთარი თავი და ის ადამიანები, რომლებიც თქვენს გვერდით არიან..

შესაძლო დადებითი და უარყოფითი ტენდენციები:

▫️ გონება სიჩქარეს ამარცხებს.

▫️ შემოქმედება ჰარმონიას ქმნის.

▪️ სხვისი მცდარი შეხედულებები.

▪️ ფუსფუსი და ქაოსი ენერგიას გართმევთ...

📌 სამსახური და საქმე: ხელმძღვანელის თვისებები გადამწყვეტ როლს შეასრულებს. აიღეთ მაგალითი ბაზრის ლიდერებისგან. აქტიურად იმუშავეთ პარტნიორებთან, რათა გაჭიანურებული საკითხები საბოლოოდ გადაწყდეს. შემოდგომა ახალ პერსპექტივებს ხსნის, ამიტომ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები.

შესაძლო დადებითი და უარყოფითი ტენდენციები:

▫️ ინტელექტუალური საქმიანობა

▪️ სპონტანური გადაწყვეტილებებით გამოწვეული დანაკარგები

📌 სიყვარული: ზედაპირზე ამოვა ძველი წინააღმდეგობები, რასაც ურთიერთბრალდებები და წყენა შეიძლება მოჰყვეს. ნუ მისცემთ ყოველდღიურ ყოფას უფლებას, თქვენი სიყვარულის ნავი კლდეებს შეაჯახოს.. მშვიდი და გულწრფელი საუბარი ურთიერთობას გაცილებით მეტს მისცემს, ვიდრე ულტიმატუმები. გულწრფელობა და ერთმანეთისადმი გახსნილობა კავშირს გააძლიერებს. გაუფრთხილდით იმას, რაც წლების განმავლობაში შენდებოდა.

📌 ვინც პარტნიორის ძიებაშია, პაემნებისა და გაცნობისთვის ხელსაყრელი დღეებია: სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და შაბათი.

ახლა კი კვირის დღეების მიხედვით დაგიწერთ დღის პროგნოზსს:

📌 31 აგვისტო (ორშაბათი) დღის პირველ ნახევარში მოთმინება და სიფრთხილე დაგჭირდებათ. ტექნიკამ შეიძლება გიღალატოთ, შეთანხმებები კი ჩაიშალოს. მაგრამ რაც წავა, რაც არ გამოგივათ იფიქრეთ, შესაძლოა, სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. დღის მეორე ნახევარში მოვლენები უფრო ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. თუ ენერგია დაგრჩებათ, საღამომდე რამდენიმე კარგი საქმის გაკეთებასაც შეძლებთ (მთვარის 20-ე დღე).

📌 1 სექტემბერი (სამშაბათი).. მოუსვენარი დილა მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ. თუმცა დღის განმავლობაში წარმატების კარგი შანსი ექნებათ მათ, ვინც სიმშვიდესა და თავშეკავებას შეინარჩუნებს. იფიქრეთ წინასწარ, გათვალეთ თქვენი ნაბიჯები და სხვების შესაძლო მოქმედებებიც. ამ დღეს კომპრომისი ძალისმიერ მოქმედებაზე უკეთესია. (მთვარის 21-ე დღე).

📌 2 სექტემბერი (ოთხშაბათი) მონდომება და შეუპოვარი შრომა ყველაფერს დაამარცხებს. დაიხმარეთ თანამოაზრეები და თამამად განახორციელეთ ჩაფიქრებული. წარმოაჩინეთ საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან. შესაძლოა, წარსული დანაკარგების ნაწილის ანაზღაურებაც კი შეძლოთ. თუმცა გზაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ! საჭესთან - ფრთხილად!! (მთვარის 22-ე დღე).

📌 3 სექტემბერი (ხუთშაბათი) ამ დღის ენერგია ხან მოქმედებისკენ გიბიძგებთ, ხან კი პასიურობისკენ გიბიძგებთ. ეცადეთ, ნაკლებად გაცუროთ დინების წინააღმდეგ და უფრო დაკვირვებით შეხედეთ გარშემომყოფებს. შესაძლოა, დღეს არაფრის გაკეთება საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდეს. საინტერესო შეხვედრები საღამოს გელოდებათ. (მთვარის 23-ე დღე).

📌 4 სექტემბერი (პარასკევი) ეს დღე ხელს უწყობს მოხერხებულ, გონიერ და ენერგიულ ადამიანებს. დარჩით არჩეულ კურსზე და ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, წონასწორობა დაგაკარგვინონ. გახსოვდეთ: დრო ფულია. გადაანაწილეთ მოვალეობები და ყველაფერს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. საღამოს მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ! არაკეთილმოსურნეებიც ფხიზლად არიან.(მთვარის 24-ე დღე).

📌 5 სექტემბერი (შაბათი) დილიდანვე დღე ჰარმონიული და სასიამოვნო დროის გატარებას ხელს უწყობს. ნუ დაანგრევთ საკუთარ შინაგან სამყაროს, იზრუნეთ კომფორტზე, სიმშვიდესა და საკუთარ თავზე. დაუთმეთ დრო შემოქმედებას, საყვარელ საქმეს, ჰობის ან რაიმე ახლის შესწავლას. ისიამოვნეთ უბრალო რამეებით, რადგან დასვენებაც ხელოვნებაა!! (მთვარის 25-ე დღე).

📌 6 სექტემბერი (კვირა) დღემ შესაძლოა იმედგაცრუებები მოიტანოს და გეგმები თავდაყირა დააყენოს, მაგრამ გული არ გაიტეხოთ! რაც წავიდა, მის ადგილას აუცილებლად მოვა რაღაც უკეთესი. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებს და იმას, რაც ნამდვილ კმაყოფილებასა და შინაგან სიმშვიდეს განიჭებთ. (მთვარის 25-ე დღე) ამ კვირის მთავარი (ლენორმანდის) გზავნილი: „არ იჩქარო.. რასაც დღეს სიზუსტით და გონივრულად გადაწყვეტ, ხვალ შეიძლება შენი ყველაზე დიდი გამარჯვება გახდეს!“

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 „ყველაზე იაფი და ჯანსაღი საკვები დედამიწაზე...“ - არუნ ხათრი ვიდეომიმართვას ავრცელებს

„31 აგვისტო, სურვილების ასრულების დღე... აუცილებლად დაწერეთ სურვილები კალმით, ფურცელზე“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი

🎥 როგორ გამოიყურება ფილმის „უძინართა მზე“ ერთ-ერთი მთავარი გმირი - დათო კაზიშვილის უახლესი კადრები