Digest Logo

„აქვთ კარმული გამოცდების პერიოდი... ყველაზე რთული კვირა წლის განმავლობაში“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

1699259850
მიხეილ ცაგარელი

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს. 

ვერძი - ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა კი არამდგრადი. არ გადაიღალოს და მოერიდოს კაპიტალ დაბანდებას.

კურო - ჯანმრთელობა სტაბილურია, აქტიური და ენერგიულია. მაგრამ აქვთ წყალქვეშა დინებები, რაც გულისხმობს პარტნიორებთან ურთიერთობებში კონფლიქტებს, ამიტომ არ იყოთ ჯიუტები.

ტყუპები - აქვთ კარმული გამოცდების პერიოდი, აქვთ ქაოსური აზროვნება. ყველა ვალდებულება, რაც გაქვთ შეასრულეთ, ასევე გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კირჩხიბი - ერთ-ერთი წარმატებული ნიშანია, ინტუიცია ზე მდგრადია, შარმი და ბრწყინვალება მოდის თქვენგან, თუმცა უფრთხილდით ფარულ მტრებს და ჭორებს.

ლომი - ენერგოტონუს დაბალი გაქვთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სამსახურში და ოჯახში მოგიწევთ ოქროს შუალედის დაცვა.

ქალწული - არ უჩივის ჯანმრთელობას, ენერგოტონუსიც მაღალი აქვთ. მაგრამ პარტნიორებთან ურთიერთობებში უნდა გამოიჩინოთ მოთმინება. არ ჩააბაროთ გამოცდები, რადგან დიდი ალბათობით ცუდი შედეგით დასრულდება.

სასწორი - ენერგოტონუსი ეცემა,  იღლებით ადვილად, ამიტომ გადაერთეთ მშვიდ ცხოვრების რიტმზე. მოერიდეთ ყველა სახის ფინანსურ ოპერაციებს. შემდეგი კვირიდან ცოტას ამოისუნთქავთ.

მორიელი - თვის ფავორიტი ნიშანია, მაგრამ ყურადღებით იყავით, თქვენში ხდება ენერგიების მოზღვავება და ეცადეთ იყოთ დამთმობი.

მშვილდოსანი - ყველაზე რთული კვირა წლის განმავლობაში, ყველა ახლა მოითხოვს ძველი ვალების დაბრუნებას, ამიტომ სჯობს ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და დაისვენოთ. მშვიდად გაიარეთ ეს კოსმოსური გამოცდა და არავითარი ახალი საქმე არ დაიწყოთ, უმჯობესია შემდეგი კვირა დაუთმოთ ახალ საქმეებს.

თხის რქა - საქმეების გარჩევაში მოუწევს ჩართულობა, რაც სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. იყავით ფრთხილად ტრანსპორტთან.

მერწყული - შემოიფარგლეთ ყოველდღიურ საქმეებით.  თქვენი მთავარი პრობლემა ოჯახი და სამსახური იქნება. რაც უფრო მეტად შეძლებთ კომპრომისების მიღწევას, მით უფრო მშვიდად გაივლით პერიოდს. შესაძლოა სანტექნიკის პრობლება შეგექმნათ და ეცადეთ საქმე სწორად გაანაწილოთ.

თევზები - აქტიური და ენერგიული, მაგრამ არის ზედმეტად ხისტი, ადვილად შედის კამათში, ყველას უნდა დაუმტკიცოს თავისი აზრი. ნუ იჩქარებთ საჭესთან და იყავით ფრთხილად.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ

🔵ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელით

🔵რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებიდან - ფოტოები

🔵„არავითარი კონფლიქტები, ცის კაბადონზე საომარი მდგომარეობაა“ - ასტროლოგის გაფრთხილება