Digest Logo

„არ არის რეკომენდებული ახალი საქმის დაწყება, ფულის დაბანდება ან სესხება-გასესხება“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

1756552375
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მთვარის „უკურსო მოძრაობაზე“ წერს:

„ასტროლოგიაში ე. წ. მთვარის „უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).

ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყლის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.

დროის ამ პერიოდებში არ არის რეკომენდებული:

* მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება;
* კომპანიის, ორგანიზაციის რეგისტრაცია;
* მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმების დადება;
* საბუთების გაფორმება და მათზე ხელის მოწერა;
* ახალი საქმის დაწყება;
* ფულის დაბანდება ან სესხება-გასესხება;
* სერიოზული გადაწყვეტილების მიღება;
* რემონტის დაწყება;
* მსხვილი შენაძენების გაკეთება“, - წერს რამაზ გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საქართველოს ასეთი წმინდანები ჰყავდა და დღესაც ბევრი ჰყავს! ამ ერს არ მოაკლდება უფლის მადლი“ - გიორგი ლობჯანიძე მამა გიორგი ბასილაძეზე

„ცხოვრების მეორე სასწაული, ჩემი ბედნიერება და სიხარული“ - გიორგი ძოწენიძის შვილი ერთი წლის გახდა

„ეჰ, დამთავრდა ზაფხულის არდადეგები! დამლოცეთ“ - თეონა ცირამუა შვილების ფოტოებს აქვეყნებს