Digest Logo

„არ არის რეკომენდებული ფეხსაცმლის შეძენა“ - 2 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

1759391326
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

თბილისი, 2 ოქტომბერი - დღეს მთვარე მერწყულის ნიშანში გადაადგილდება, რაც იძლევა სულიერი წინსვლისა და გონებრივად მოტივირებული მოქმედებების ბიძგს.

მიხეილ ცაგარელის განმარტებით, დღე 05:44 საათიდან გამოირჩევა წარმატებული ენერგეტიკით და ადრე გააზრებული პოზიტიური იდეა რეალიზდება.

❗ ამ დღის გაფრთხილება: არ ვარგა ფეხსაცმლის ყიდვა. 

სიყვარული:

დღეს განსაკუთრებით აქტიურია კომუნიკაცია და ახალი ნაცნობობის შესაძლებლობა. გახსნილობა და გულწრფელობა შესაძლოა საინტერესო ადამიანს შეგახვედროთ. 

მთვარის გავლენით, მიზანშეწონილი არ არის ქირურგიული ჩარევები შემდეგ ორგანოებზე:

❗ სახსრები
❗ ძვლოვანი სისტემა
❗ ელენთა
❗ ნაღვლის ბუშტი
❗ კბილები
❗ ასევე, უკუნაჩვენებია მანუალური მასაჟი და ტატუირების პროცედურები.
 
✅ ჯანმრთელობა & სილამაზე

რეკომენდებულია მკურნალობა: კუჭ-ნაწლავი, ფილტვები, მკერდი
ეფექტურია კანისა და ფრჩხილების მოვლა.

❗ არ დატვირთოთ ხერხემალი.

დღის მენიუში უნდა იყოს:

✅ მჭლე ხორცი✅ ბოსტნეულის თბილი წვნიანი✅ სახლში გამომცხვარი პური