
მთვარე 14 მარტს დედამიწის ჩრდილში მოექცევა, რის შედეგადაც მისი გარკვეული ნაწილი დაბნელდება და წითლად შეიფერება. ამ მოვლენას „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ.
ასტროლოგიურად ამ დღეს სავსემთვარეობასა და მთვარის დაბნელებას ველოდებით. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე თითოეული ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და მოტივაციაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ სწორედ 14 მარტს დაბნელების დერეფანი იწყება და 29 მარტს მზის დაბნელებით დასრულდება. ამავე პერიოდში, ორი პლანეტა - ვენერა და მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია.
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და დაბნელების დერეფანზე საუბრობს.
როგორც თავად ამბობს, ამ დღეებში არ არის სასურველი პლასტიკური ქირურგია, სილამაზის ინექციები,
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, კონფლიქტი, გათხოვება, გადაადგილება:
„არ უნდა გავიკეთოთ პლასტიკური ოპერაციები, გადადეთ თუ უკვე დაგეგმილი გაქვთ.
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეს.
კონფლიქტები იქნება და ნუ ჩაერთვებით, ეს თქვენთვისვე უკეთესი იქნება.
არ არის რეკომენდებული ქორწინება, განქორწინება, ოჯახის დანგრევა, ერთად საცხოვრებლად გადასვლა.
სამყარო გვცდის, ამიტომ აჯობებს ეს პერიოდი მშვიდად გავიაროთ“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: