Digest Logo

🎥 აშშ, ბრაზილია, საფრანგეთი, იტალია - ზოდიაქოს რომელმა ნიშანმა სად უნდა იმოგზაუროს, მიხეილ ცაგარელის რჩევები!

1741873247
ცაგარელი და მოგზაურობა

„პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ დღეს და ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე, მთვარის დაბნელება. თუ ვინმეს რამე პრობლემა გაქვთ ჯანმრთელობასთან, გახსოვდეთ, რომ ყურადღება არ მიაქციოთ. შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა და ოპტიმიზმი. გაიარეთ მშვიდად, წყნარად და კონფლიქტების გარეშე ეს ორი დღე. 

მოდის ზაფხული, დასვენების პერიოდი. უკვე გვესმის ჭიკჭიკი, სურნელი იმისა, რაც ყველას გვიყვარს და განწყობაც ისეთია, ფიქრობენ სად წავიდე, სად ვიმოგზაურო, ამიტომ ეს თემა უკვე აქტუალურია“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, თუ სად უნდა იმოგზაურონ მათ👇

ვერძი - კარგი პერიოდია ივლისის მეორე ნახევარი, აგვისტოც წყალთან ურთიერთობისთვის. დაგამშვიდებთ, მოგიყვანთ წესრიგში. საოცარი შთაბეჭდილებებისთვის ჯობს წახვიდეთ აშშ-ს დასავლეთ ნაწილში, ნიდერლანდებში(ჰოლანდია), კორეაში.

კურო - გირჩევთ მეტი ურთიერთობა გქონდეთ მთებთან. მთის რეგიონი კარგი იქნება აურისთვის, დასამშვიდებლად. ზღვაც კარგია, მაგრამ მთა აუცილებლად. კარგი იქნება მოგზაურობა აშშ-ს აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, უნგლისის დასავლეთი მხარე. 

ტყუპები - მოგზაურობის ნიშანია, არ შეუძლია მშვიდი დასვენება. კარგი იქნება პოლონეთში მოგზაურობა, ემირატები, ყატარი, იტალიის სამხრეთ ნაწილი. 

კირჩხიბი - თქვენთვის ძალიან კარგია აშშ, ბრაზილია, ინდონეზია, ბალი, ტროპიკული ადგილები, ასევე კარგი იქნება მოგზაურობა აფრიკაში. 

ლომი - კარგი იქნება ურთიერთობა ურუგვაისთან, იტალიასთან, ოღონდ ჩრდილოეთ ნაწილი. ასევე ქალაქი პუნა და ავსტრალია.  

ქალწული - თქვენთვის კარგია ჩეხეთი, პრაღა და მათი ლუდი. ევროპაში ესპანეთი, მაგრამ თქვენი ტემპერამენტისთვის კარგი იქნება სამხრეთ ამერიკა. 

სასწორი - გერმანია, საქსონიის მხარე, კოსტარიკა, ასევე კანადა, იტალია. 

მორიელი - თქვენთვის კარგია უცხოეთთან კონტაქტი, გირჩევთ ორ რამეს, შეახამეთ სამშობლო და უცხოეთი. მაგალითად: ხვამლის მთასთან მიდით ახლოს, ენერგეტიკული კუთხით საოცარი გარდაქმნა გექნებათ, იქ არის პორტალი. უცხოეთში: საფრანგეთი, მექსიკა, კივის ქვეყანა ანუ ახალი ზელანდია. 

მშვილდოსანი - ბავარიის მხარე გერმანიაში, უნგრეთი, პანამა - დიდხანს არ დაგავიწყდებათ ეს მოგონებები. აზიის ქვეყნებიდან კარგი იქნება ლაოსი, ეგვიპტე. 

თხის რქა - კარგი იქნება ურთიერთობა ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილი, პორტუგალია, ჩილე, პერუ. 

მერწყული - ავსტრია, შვეიცარია არის ის ადგილები, სადაც უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ. ასევე ტაილანდი, ვიეტნამი, კუბა, პოლონეთი და დანია. 

თევზები - იტალიის ნებისმიერი მხარე იქნება დაუვიწყარი, ასევე ბრაზილია, არგენტინა, ურუგვაი, კოლუმბია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს არის სამედიცინო დაწესებულების უპირველესი ვალდებულება...“ - რომელია პაციენტის ყველაზე ხშირად დარღვეული უფლებები, სპეციალისტის განმარტება

🎥 რა როლს ასრულებენ ვიტამინები ჩვენს ჯანმრთელობაში და რომელ პრობლემებს იწვევს მათი ნაკლებობა ?! - ქეთი ასათიანის რჩევები

🎥 „ნუ ლანძღავთ ამერიკის ადმინისტრაციას, თქვენ ტრა*ებს მიხედეთ“ - ია ფარულავა დონალდ ტრამპის კრიტიკოსებს პასუხობს