Digest Logo

„არ არის საჭირო, სხვებს შევედაროთ, რადგან თითოეული ჩვენგანი გადის თავის ინდივიდუალურ გზას...“ - მაია მომცელიძე იდეალიზაციის „ხაფანგსა“ და მიზეზებზე

1759661061
მაია მომცელიძე

ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი მაია მომცელიძე, რომელიც პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს ქმნის და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, სოციალურ ქსელში იდეალიზაციის „ხაფანგსა“ და მიზეზებზე საუბრობს.

იგი ამბობს, რომ არ არის საჭირო, სხვებს შევედაროთ, რადგან თითოეული ჩვენგანი გადის თავის ინდივიდუალურ გზას:

„იდეალიზაციის ხაფანგი და მისი მიზეზები:

ადამიანებს ბუნებრივი მოთხოვნილება გვაქვს, რომ საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ, გავაზიაროთ ჩვენი წარმატებები და ბედნიერი მომენტები. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ეს შერჩევითი პრეზენტაცია სრულყოფილი რეალობის ილუზიად იქცევა.

როდესაც ეკრანზე ვუყურებთ ადამიანებს, გვექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მათ არ აქვთ სირთულეები, არ იციან მარცხი, არ განიცდიან ეჭვებს და ყოველთვის უშეცდომოდ მოქმედებენ. უფრო მეტიც, ხშირად ისინი ქმნიან იმიჯს, თითქოს ზუსტად იციან პასუხი ყველა კითხვაზე. ეს წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც სხვისი ცხოვრება იდეალურია, ხოლო ჩვენი არა, ხშირ შემთხვევაში იწვევს საკუთარი თავის დადანაშაულებასა და შურს.

ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. არავინ არის ისეთი სრულყოფილი, როგორიც ეკრანზე შეიძლება ჩანდეს. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ბრძოლები, შინაგანი კონფლიქტები, მომენტები როდესაც ვცდებით, არ ვიცით კითხვებზე პასუხები და გვაქვს ცხოვრებისეული სირთულეები.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველას აქვს საკუთარი განვითარების ეტაპები და ყველაფერს აქვს თავისი დრო. ბევრი მუშაობს საკუთარ თავზე, უშვებს შეცდომებს და აგრძელებს სწავლას და ეს არის განვითარების ბუნებრივი გზა.

არ არის საჭირო, სხვებს შევედაროთ, რადგან თითოეული ჩვენგანი გადის თავის ინდივიდუალურ გზას.

გააცნობიერე, რომ ეკრანზე ნანახი იდეალიზებული ცხოვრება არის ილუზია. არ არის საჭირო, გშურდეს ისეთი რამის, რაც რეალურად არ არსებობს. მაშინაც კი, თუ ადამიანი საჯაროდ დუმს თავის სირთულეებზე, მან თავის გულში ზუსტად იცის, რომ მისი ცხოვრება სრულყოფილი არაა და რომ მისი იმიჯი მის სრულ რეალობას არ ასახავს.

ჩემი გზავნილი მდგომარეობს იმაში რომ, ნუ ეცდები საკუთარი თავის იდეალიზაციას, რომ საყვარელი ან სანდო იყო.

გულწრფელობა ქმნის ნამდვილ ურთიერთობას. როდესაც ღიად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენც გვაქვს გამოწვევები, ამით არ ვავლენთ სისუსტეს, ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს ნიღბები, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს და ვაფასებდეთ.

თუ შენი ცხოვრება ისეთი იდეალური არ არის, როგორც სხვისი ეკრანზე, ეს სრულიად ნორმალურია. ჩვენი სისუსტეების აღიარება და მათთან გამკლავების მცდელობა გვხდის უფრო რეალურს და ნამდვილს. ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ, სწორედ ეს არის რაც რეალურ, თავისუფლებას გვანიჭებს“, - წერს მაია მომცელიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ბოლო ჟამი კი არა ახალი ჟამია დაწყებული... ვინც ამას გაათვითცნობიერებს ცხოვრება გაუადვილდება“ - რას წერს წინასწარმეტყველი

🎥 „25.10.25 - სარკისებური თარიღი, სადაც შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილები, რაც აუცილებლად აგისრულდებათ!“ - თათია გარანიძე

🎥 „არამხოლოდ თავის ტკივილი, არამედ კომპლექსური ნევროლოგიური დარღვევაა“ - რა ცვლილებები ხდება შაკიკის დროს ორგანიზმში