Digest Logo

„არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება, ყურადღებას ითხოვს მედიკამენტებთან და მომწამვლელ ნივთიერებთან ურთიერთობაც“ - 16 ივლისის ასტროლოგიური ტენდენციები რამაზ გიგაურისგან

1752580081
 რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 16 ივლისის ასტროლოგიურ ტენდენციებზე საუბრობს:

„მთვარის 21-ე დღე

მთვარე - ვერძის ნიშანში (8:32 საათიდან)

დილით გრძელდება წინა დღის ემოციურობა, რადგან მთვარე შეერთებაშია სატურნთან და ნეპტუნთან.
პირველი მიანიშნებს ემოციურ თავშეკავებულობასა და ერთგვარ ჩაკეტილობაზე, მეორე - ჰიპერემოციურობას. ამ დროს ემოცია „მატყუარაა“ და მოსალოდნელია არასწორი რეაქციები. მით უმეტეს, რომ მთვარე ვერძში მოძრაობს, აქედან გამომდინარე, ემოცია თავშეუკავებელი და იმპულსური ხდება.

ამ დღეს არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება, ყურადღებას ითხოვს მედიკამენტებთან და მომწამვლელ ნივთიერებთან ურთიერთობაც. ამ მიმართულებით ექსპერიმენტები მოსალოდნელია არასასურველი სცენარით განვითარდეს.

თუმცა დღის განმავლობაში გააქტიურებული მთვარე-პლუტონის სექსტილი მიანიშნებს, რომ შესაძლებელი გახდება 15 ივლისს და 16 ივლისის დილით მიღებული ნეგატიური ემოციის გადამუშავება და ემოციური ტრანსფორმაცია. ამის მიუხედავად 16 (და ასევე 17 ივლისი) მოთმინებასა და ყურადღების გამოჩენას ითხოვს. განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ჰოროსკოპში მთვარე ვერძის, კირჩხიბის, სასწორის ან თხის რქის ნიშანში აქვთ განთავსებული.

მთვარე „უკურსოდ“ მხოლოდ 16 ივლისის 7:32 საათამდეა, ასე რომ 16-17 ივლისი სასიკეთო იქნება ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც მოვლენების სწრაფ, დინამიკურ განვითარებასთან და მყისიერ შედეგებთან არის დაკავშირებული. ამ დღეებში სასიკეთო იქნება ინიციატივების გამოვლენა, მოქმედებების დაწყება, ფიზიკური აქტივობა, ვარჯიშის დაწყება“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ალექსანდრა, ლორენი და თამო – ვინ მოიხდინა წითელი „ვერსაჩე“ ყველაზე უკეთ?

⭕„ვიშლისთი“ მოულოდნელად გარდაცვლილ თანამშრომელს ემშვიდობება: თბილისში მისი სახელობის ფოტო კუთხე მოეწყო

⭕„კარგი დროა პირადი ან საოჯახო ბიუჯეტის გადახედვისთვის და ხარჯების შეზღუდვისთვის“ - 15 ივლისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან