Digest Logo

ალექსანდრა, ლორენი და თამო – ვინ მოიხდინა წითელი „ვერსაჩე“ ყველაზე უკეთ?

1752576417
პაიჭაძე, ვაშალომიძე

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში კვლავ ყურადღების ცენტრშია - იგი გვიზიარებს ფოტოს, სადაც ერთსა და იმავე, თვალისმომჭრელ წითელ ტყავის კაბაში პოზირებენ: თავად ალექსანდრა, მილიარდერ ჯეფ ბეზოსის მეუღლე ლორენ სანჩესი და ქართველი მოდელი თამო ვაშალომიძე.

კაბა იტალიური ბრენდის, Versace-ს კოლექციიდანაა და როგორც ჩანს, ქალბატონებმა ერთი და იგივე მოდელი აარჩიეს და თავიანთ სტილს იდეალურად შეუხამეს.

ალექსანდრას თქმით, კაბა სამივეს „შესანიშნავად მოუხდა“, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სტილს საზღვრები არ აქვს - ვერც გეოგრაფიული და ვერც სოციალური.