Digest Logo

„ვიშლისთი“ მოულოდნელად გარდაცვლილ თანამშრომელს ემშვიდობება: თბილისში მისი სახელობის ფოტო კუთხე მოეწყო

1752565668
 ბარბარე ბეჭვაია,

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა ახალგაზრდა ბარბარე ბეჭვაია. არსებული ვერსიით, მას გული გაუჩერდა.

ბარბარე თბილისის ერთ-ერთი მაღაზიის, „ვიშლისთის“ თანამშრომელი იყო. გარდაცვალების შემდეგ კომპანია ემოციური პოსტით გამოემშვიდობა მას:

„ლამაზი ფოტო კუთხეების მოწყობა ჩვენთან, შენ დაიწყე ჩემო გოგო, ახლა შენი ფოტო კუთხე გექნება.

რადგან შენს მშობლიურ სახლში ვიქნებით ყველა, ვისაც სურვილი ექნება, „თბილისი მოლში“ შეგიძლიათ მიაგოთ პატივი მის ხსოვნას.

გლოვის ნიშნად, ხუთშაბათ დღეს ჩვენი ყველა ფილიალი დახურული იქნება. არ იმუშავებს არც ონლაინ სერვისი“,  - აღნიშნულია მაღაზიის გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

ვიდეო ნახეთ აქ 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 „შესაძლოა გაიგოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის არც ისე სასიამოვნო იქნება“ - 15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„კარგი დროა პირადი ან საოჯახო ბიუჯეტის გადახედვისთვის და ხარჯების შეზღუდვისთვის“ - 15 ივლისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან