„დღევანდელი 7 ნოემბრის მმართველი პლანეტა იუპიტერია და ეს დღე წარმატებულია. გამოიყენეთ ამ დღის ენერგია და იყავით ორგანიზებულები“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება👇
ვერძი - დღეს არ ხართ პრაქტიკულები, ოცნებებში დაფრინავთ და ეცადეთ სწორად შეხედოთ იმას რა ხდება თქვენ ირგვლივ.
კურო - უფრო რთულად გამოგდით ყველაფერი, რასაც აქამდე მარტივად ართმევდით თავს. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ორიენტირდით საკუთარ თავზე და გეგმებზე.
ტყუპები - აუცილებლად შეადგინეთ დღევანდელი დღის გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქაოსურ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.
კირჩხიბი - ნეიტრალური დღეა, შესაძლოა აღმოჩნდეთ ყურადღების ცენტრში და იყოს კრიტიკა თქვენი მიმართულებით.
ლომი - შესაძლოა კონფლიქტებისთვის თავის არიდება გაგიჭირდეთ. არ არის სასურველი სამომავლო გეგმების გამხელა, განსაკუთრებით ისეთის რომელიც უკავშირდება მოგზაურობას და ახალი საქმის დაწყებას.
ქალწული - დღეს ურყევები უნდა იყოთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ. ეცადეთ ორიენტირდით საკუთარ თავზე და თქვენ გეგმებს არ გადაუხვიოთ.
სასწორი - ნაყოფიერი დღეა, ბევრი საქმისთვის მოახერხებთ თავის გართმევას. არ არის სასურველი ფულის გასესხება.
მორიელი - მოგიწევთ კომპრომისებზე წასვლა, უმჯობესია პირველი ნაბიჯები თქვენ გადადგათ იმისთვის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს არ აწყენინოთ.
მშვილდოსანი - პოზიტიური დღეა, მარტივად მოახდენთ ადამიანებზე შთაბეჭდილებას.
თხის რქა - დღეს რაც უფრო ნაკლებად იმოქმედებს თქვენზე გარემო ფაქტორები მით უფრო მარტივი იქნება წარმატების მიღწევა. დაფიქრდი თუ რომელიმე ურთიერთობა ხელს გიშლით, უმჯობესია ეს წარსულში დატოვოთ.
მერწყული - ეს დღე მშვიდი იქნება. ჩამოწერეთ მიზნები და გეგმები, მაგრამ არ დაიწყოთ ახალი საქმე.
თევზები - ეს დღე შესაძლოა დამღლელი იყოს, კარგი იქნება თუ მოახერხებთ განტვირთვას და ენერგიის აღდგენას, არ დაკავდეთ სახიფათო სპორტით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში - ნახეთ, განახლებული პროგნოზი