
ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 17 მარტის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.
როგორც ასტროლოგმა განმარტა, დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა, შესაბამისად აუცილებელია შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა:
♈ ვერძი
დღევანდელი დღე პასიურად დაიწყება, თუმცა ეცადეთ არ გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი გამოუნახეთ. კარგი იქნება თუ დროს დაუთმობთ ოჯახის წევრებს.
♉ კურო
შესაძლოა საინტერესო შემოთავაზებები მიიღოთ, არ იჩქაროთ და დაკვირვებულად იმოქმედეთ. გაითვალისწინეთ რამდენად მოახერხებთ დავალებების შესრულებას.
♊ ტყუპები
ნუ იდარდებთ, რომ რაღაც ისე არ გამოდის როგორც ჩაიფიქრეთ. შეეცადეთ არ გაიფანტოთ და კონცენტრირდეთ ერთ საკითხზე.
♋ კირჩხიბი
წარმატებული დღე გელით. იღბალი გიღიმით. შეგიძლიათ ნებისმიერი საქმე დაიწყოთ, ან რაც ჩაიფიქრეთ ის განახორციელოთ. იმოქმედეთ, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა.
♌ ლომი
იყავით მიზანდასახულები და შეუპოვრები, აუცილებლად გამოგივათ ის, რაც ჩანაფიქრში გაქვთ. გაითვალისწინეთ რომ მნიშვნელოვანი შეხვედრების დროს ყველაფერი კარგად დაგეგმოთ. არ დაივიწყოთ წესები და ტრადიციები.
♍ ქალწული
არ არის სასურველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან არის ალბათობა იმისა რომ შეცდომები დაუშვათ. გმართებთ სიფრთხილე, რადგან თავიდან აირიდოთ კონფლიქტები.
♎ სასწორი
ქაოსური დღეა, შეეცადეთ აიღოთ ის ვალდებულებები, რომლებშიც დარწმუნებული ხართ რომ კარგად შეასრულებთ. შესაძლოა დაპირებები ვერ შეასრულოთ. გადაანაწილეთ პრიორიტეტები და მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.
♏ მორიელი
შესაძლოა აზრი რამდენიმეჯერ შეგეცვალოთ, როგორც ადამიანებთან დაკავშირებით, ისე კონკრეტულ სიტუაციებში. შეეცადეთ არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. თუ გყავთ მეორე ნახევარი, მისი აზრი გაითვალისწინეთ და მოუსმინეთ.
♐ მშვილდოსანი
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. არ არის სასურველი რაღაცების შეძენა, გარდა ამისა ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
♑ თხის რქა
შესაძლოა დღეს მძიმე დღე გქონდეთ, უმჯობესია დარჩეთ სახლში და არ გქონდეთ ბევრ ადამიანთან კონტაქტი. გამოიყენეთ ძველი გამოცდილება და შეცდომები არ დაუშვათ.
♒ მერწყული
საკმაოდ დადებითი დღეა. შესაძლოა მარტივად დაამყაროთ კონტაქტი და შეიძინოთ ახალი მეგობრები, ასევე ეცადეთ დღე პოზიტიურად გამოიყენოთ.
♓ თევზები
შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს და განსაკუთრებული შეთავაზებები მიიღოთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ამინდი მკვეთრად გაუარესდება - 112-ი საზოგადოებას აფრთხილებს
⭕ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ კონკურენტი „მარსელი“ დაამარცხა
🎥 საძილე აბები სასმელში, არაადამიანური მოპყრობა - რა გახდა მარადონას გარდაცვალების რეალურ მიზეზი