Digest Logo

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ კონკურენტი „მარსელი“ დაამარცხა

1742186721
ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში ყველაზე ახლო მდევარს, მეორეადგილოსანს და პრინციპულ მეტოქეს, „მარსელს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი საფრანგეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის დაპირისპირებაში გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. პირველი საგოლე შეტევა ხვიჩამ განავითარა – მეტოქის  დაცვის ხაზში თავისუფალი სივრცე მონახა და შეტევა ფაბიან რუისს გაუგრძელა, რომლის გადაცემითაც უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა.

42-ე წუთზე პარიზელების უპირატესობა ნუნუ მენდეშმა გაზარდა და შესვენებამდე მასპინძლებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში „მარსელმა“ სხვაობა შეამცირა, მაგრამ რამდენიმე წუთში აშრაფ ჰაკიმის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში პოლ ლიროლამ ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ მოგებით „პარი სენ-ჟერმენმა“ (68) „მარსელთან“ (49) უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა და სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე, ფაქტობრივად, ჩემპიონობა გაინაღდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 საძილე აბები სასმელში, არაადამიანური მოპყრობა - რა გახდა მარადონას გარდაცვალების რეალურ მიზეზი

„დანიშნული იყო და 10 აპრილს ქორწილი უნდა ჰქონოდა, განადგურდა ოჯახი...“ - რას ჰყვებიან დაღუპული ახალგაზრდის ახლობლები

„მიყვარხართ“ - ლიზა ჩიჩუა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

წყარო: 1tv.ge