
„მიმდინარე კვირა საინტერესოა, თუმცა გთხოვთ ორშაბათი და სამშაბათი ყურადღებით გაიარეთ, რადგან ცის კაბადონზე შტორმია. მარსი და ურანი ორი ბოროტი პლანეტა უერთდება ერთმანეთს კუროს ზოდიაქოს ნიშანში, რაც ზრდის ტრავმულ ავარიების რისკს, აფეთქებები და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენების ალბათობა არის მაღალი“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
მისი თქმით, მიმდინარე კვირაში სასიყვარულო ურთიერთობებში მაღალია კონფლიქტების ალბათობა.
„ვენერა პლუტონის დაპირისპირება ხდება, ანუ სიყვარული და ბოროტება უპირისპირდება ერთმანეთს, აქ მაღალია ალბათობა კონფლიქტების. ამიტომ იყავით ყურადღებით, არ დაანგრიოთ სასიყვარულო ურთიერთობები და ოჯახები, გამოიჩინეთ მაქსიმალური პატივისცემა, ეს ორი დღე და კვირას“, - ამბობს ასტროლოგი.
როგორც იგი ამბობს კვირას სავსემთვარეობაა.
„კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქიალურ ღერძზე ხდება სავსემთვარეობა. მოდის უზარმაზარი ენერგია, რაც ზოგს ჭკუიდან გადაიყვანს“, - ამბობს ცაგარელი.
ასევე კვირა დატვირთულია სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებით:
მარსი შაბათს გადაინაცვლებს ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, რაც მოგვიმატებს დინამიკურობას გავხდებით უფრო აქტიურები და ენერგიულები. ეს პერიოდი კარგია ჟურნალისტიკისთვის, ხელშეკრულების დადებისთვის და მოლაპარაკებისთვის.
თუმცა, მოიმატებს სულსწრაფობა და ამიტომ არ იჩქაროთ და ნუ იქნებით წინდაუხედავი მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, რას აწერთ ხელს.
ასევე ამ პერიოდში მოიმატებს ფულის უყაირათოდ ხარჯვა.
თუ საგნებისგან გათავისუფლება გინდათ, დღეს არის იდეალური დღე რომ გადაყაროთ მსგავსი ნივთები, მოიშორეთ ყველაფერი რაც გიშლით ხელს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა მაგარი ქალი ხარ“ - შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა მონაკოში გრძელდება