Digest Logo

🎥 „ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ წლის განმავლობაში, ენერგოტონუსი დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადი“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1791183246
მიხეილ ცაგარელი

მომავალ კვირას დედამიწა გადადის პოზიტიურ ენერგოველში, მაგრამ იქამდე გამოცდას მოგვიწყობს ყველას. უარყოფითი ენერგოველი ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, განწყობაზე, იდეების რეალიზაციაზე, ამიტომ ხელის შემშლელი ფაქტორები გვექნება. 

შაბათს ახალმთვარეობა გვაქვს სასწორის ნიშანში, რაც გამოიხატება ტრავმულ-ავარიული ტენდენციებით, ემოციური გაღიზიანებით, კონფლიქტით, შეცდომებით და ცდუნებებით. ეს დღე გაიარეთ მშვიდად, არაფერი ახალი არ დაიწყოთ.

გვაქვს 5 გეომაგნიტური დღე: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას. 

დღეს და ხვალ განსაკუთრებით გაუფრთხილდით გულ-სისხლძარღვთა სისტემას. სუსტდება გული, ამიტომ არავითარი საუნა, აბაზანა აბანოს ფორმით, სიმძიმეების აწევა და ნერვიულობა. 

ოთხშაბათი და ხუთშაბათი საყურადღებოა. თუ დიდი ხანია გინდოდათ რაღაცის დალაგება, ამისთვის საუკეთესო დროა. არ მიიყვანოთ ურთიერთობა დაშორებამდე.

პარასკევს არ აჰყვეთ პროვოკაციებს. 

ვერძი - ჯანზე ხართ, ენერგოტონუსი მატულობს, განწყობა ნორმალურია. თქვენი წყალქვეშა დინება, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ არის, სულსწრაფობაში, პარტნიორულ ურთიერთობაში. 

კურო - შეიძლება კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდეთ, არათანმიმდევრულად მოქმედებთ და ცდუნებაც ამაშია. პარტნიორების მხრიდან სერიოზული კრიტიკა გელოდებათ. ჯანმრთელობას მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ. 

ტყუპები - აქტიური, ენერგიული ხართ, გაქვთ სურვილი ახალი შეხვედრების, მაგრამ ამ ყველაფერმა შეიძლება ხელი შეუშალოს ყოველდღიური მოვალეობის შესრულებას. თქვენი პირადული და საზოგადოებრივი შეხედულებები ერთმანეთს დაეჯახება. 

კირჩხიბი - ენერგოტონუსი დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადი, ხდებით ხასიათცვალებადი. ყველა და ყველაფერი გაღიზიანებთ, არ დაგეგმოთ არაფერი ახალი. სიფრთხილე ოჯახთან და უფროსი თაობის ნათესავებთან. 

ლომი - ჯანმრთელობას არ უჩივით, აქტიური და ენერგიული ხართ. თქვენი წყალქვეშ დინებაა სიზარმაცე, ძალიან გჭირთ სწავლა, რაც კონფლიქტებს და დაძაბულობას შექმნის. ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი გაიზრდება და მაღალია „ფეიკების“ ალბათობა. 

ქალწული - ფინანსური პრობლემების ტენდენციაა მაღალი. არავითარი ზედმეტი ინვესტიცია, კაპიტალდაბანდება და ძვირი საყიდლები. მოერიდეთ კონფლიქტებს. 

სასწორი - მზე თქვენთან გადის, ამიტომ თქვენი დროა! იყავით აქტიური, მიდექით, მოდექით. ხელის შემშლელი ფაქტორია პარტნიორი. ზოგიერთი მათგანი, მათ შორის ბიზნესს პარტნიორი ხელს უშლის თქვენი იდეების განხორციელებას. 

მორიელი - ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ წლის განმავლობაში, ენერგოტონუსი დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადია. ეს არის დაბადების წინა პერიოდი, ამიტომ გაფრთხილდით. არავითარი მოლაპარაკება, ხელშეკრულება. დაასვენეთ საკუთარი თავი, რადგან გემატებათ უპასუხისმგებლობა, ენას კბილი დააჭირეთ. 

მშვილდოსანი - ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანზე ხართ, აქტიური და ენერგიული ხართ. გინდათ კომპესაცია იმისა, რაც წინა თვეში ვერ მოახერხეთ, მაგრამ ეს გადადის იმპულსურობაში, ჩქარობთ და ეს შეცდომის ტოლფასი გახდება. 

თხის რქა - ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, მატულობს სიჯიუტე, რის გამოც გელით კონფლიქტები. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ კოლეგებთან. არავითარი ახალი საქმე და ხელშეკრულებები. ამ კვირაში გექნებათ ფინანსური დანახარჯები. 

მერწყული - იღბალი იმატებს, ინტუიცია ძლიერდება, მაგრამ პარტნიორული ურთიერთობა თქვენი ნეგატიური მხარეა. პარტნიორი თუ რამეში არ დაგეთანხმათ, ჩათვლით რომ იგი თქვენი მტერია, თუ ამას არ მოაგვარებთ გექნებათ დაძაბული პერიოდი. 

თევზები - ცოტა რთული პერიოდია, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია. კარმული გამოცდების პერიოდია, რაც ითხოვს ყურადღებას ურთიერთობებში, კონფლიქტების ალბათობა მაღალია. შემდეგი კვირა გექნებათ გაცილებით უკეთესი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ახალი ფინანსური შესაძლებლობები, ძველი პროექტების დასრულება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - როგორი იქნება 5-11 ოქტომბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

⭕„მოგიტანთ გადაფასებას, გაარკვევთ, დაარეგულირებთ საკითხს, რაც უკავშირდება თქვენს ფასს!“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი სოფია ბზეკალავასგან

⭕„ძველი წყენა, მიტოვების შიში, ღალატის გამოცდილება, ეჭვიანობა“ - რას მოგვიტანს რეტროგრადული ვენერა მორიელის ნიშანში

✕