მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ასტროლოგმა, ხათუნა ნოელმა სოციალურ ქსელში ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზი განაახლა.
ხათუნა ნოელმა საზოგადოებას 15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი და რეკომენდაციები გაუზიარა, სადაც დღის ნეგატიურ და პოზიტიურ გავლენებზე ისაუბრა.
„15 აგვისტოს მზარდი მთვარეა, დღის უმეტეს ნაწილში იგი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იმოძრავებს, საღამოს 21:51 წთ-ზე გადავა თხის რქაში.
რაც შეეხება უკურსო მთვარეს იგი 20:52 საათიდან 21:50 წუთამდე იქნება. ამიტომ ამ დროის განმავლობაში უმჯობესია არ დაიწყოთ ახალი საქმე.
რაც შეეხება დღის მინუსებს - იქნება მთვარის და ნეპტუნის დაძაბული ასპექტი, რამაც შესაძლოა ილუზიები გამოიწვიოს.
ასევე მერკური ბრუნდება ლომის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც იგი 9 სექტემბრამდე გაჩერდება. რაც ხელს შეუწყობს ახალი საქმეების ხელახლა წარმატებით დაწყებას. პერიოდი კარგია ასევე საჯარო გამოსვლებისთვისაც“, - ამბობს ასტროლოგი.
მისივე პროგნოზით, როდესაც მერკური ნიშანს იცვლის სამოგზაუროდ წასვლა არ არის კარგი.
„შეიძლება იყოს შეფერხებები და დაბრკოლებები, რომელიც მოგზაურობას უკავშირდება“, - ამბობს იგი.
უფრო ვრცლად 15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ნახეთ ვიდეოში 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მინი ვლოგი“ – როგორ ატარებს დროს გიორგი მამარდაშვილის მეუღლე
⭕ The Guardian: პარიზის პარალიმპიურ თამაშებში პირველად ტრანსგენდერი მიიღებს მონაწილეობას