საინტერესო მოვლენებით აღსავსე კვირაა. შეხვედრა, მოლაპარაკება, ხელშეკრულება, ეს ყველაფერი რეკომენდებულია 18 სექტემბრამდე.
შემდეგ კვირას დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც ნიშნავს მეტს სირთულეებს, პრობლემებს.
დღეს, 14 სექტემბერს შავი მთვარე (ლილიტი) ცხრა თვით თხის რქაში გადადის. რისკჯგუფშია ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები. მოტეხილობების დროა. ფრთხილად იყავით გვირაბებში, მეტროში. ეკოლოგიური საფრთხის ალბათობაც არის.
მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა.
გარდა ამისა, ასტეროიდი ქირონი, სამართლიანობის სიმბოლო გადადის ვერძში.
ხვალ და ზეგ კოსმოსი მოუწყობს გამოცდას იმ ადამიანებს, ვისაც ფინანსური საკითხები, ურთიერთობები არამდგრადი აქვს.
შაბათი და კვირა კარგია მავნე ჩვევებისგან თავის დასაღწევად.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ასტროლოგიურ პროგნოზს:
ვერძი - ფრიად საინტერესო კვირაა, ენერგოტონუსი იმატებს, შრომისუნარიანობაც გაიზრდება და ნაკლებად დაიღლებით, იმუნიტეტიც იმატებს. საყურადღებო თემებია, რაც 18 რიცხვამდე უნდა მოაგვაროთ, აკონტროლეთ იმპულსი.
კურო - ენერგიული ხართ, ჯანზე, მაგრამ 18 რიცხვის შემდეგ სხვა ხიფათები გელით: სულსწრაფობა, იმპულსურობა, რის გამოც შეცდომებს უშვებთ და თქვენი სიჯიუტით სხვებს აბრალებთ.
ტყუპები - ნელ-ნელა მოდიხართ ჯანზე, ყოველი დღე უკეთესი იქნება, მაგრამ შეცდომების დაშვების ალბათობა გაქვთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია და ხელშეკრულებას არ მოაწეროთ ხელი თუ მას კარგად არ გადახედავთ.
კირჩხიბი - ჯანზე ხართ, ინტუიცია მდგრადია და სწორ არჩევანს აკეთებთ. მნიშვნელოვანი საკითხები, პარტნიორული თანამშრომლობა, პირადი ურთიერთობები მაღალ დონეზე გაქვთ, მაგრამ 18 რიცხვის შემდეგ გაჩნდება პრობლემები და დადგებით მოტყუების წინაშე.
ლომი - ენერგია გემატებათ, მაგრამ სხვების პრობლემები გიშლით ხელს, საკუთარი დაგრჩებათ მოუგვარებელი. მგზავრობა-მოგზაურობის დროს სირთულეებია მოსალოდნელი, ამიტომ იყავით ყურადღებით.
ქალწული - აი, ვინ არის ამ პერიოდის მთავარი გმირი. ყველაფერი გამოგდით, იღბალი თქვენს მხარესაა. დაავალეთ საქმე, ნახეთ რა შრომისნარიანობას გამოავლენს. წარმატებულიც ხართ და შესაძლოა ახალი პერსპექტიული წინადადების წინაშეც დადგეთ.
სასწორი - დაბადების წინა პერიოდს გადიხართ, თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები. დაეშვით მიწაზე და გადახედეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან. პარტნიორულ ურთიერთობებში 18 რიცხვამდე იყავით ფრთხილად.
მორიელი - ჯანს არ უჩივით, ენერგიული ხართ, მაგრამ ცოტა იმპულსური. მაქსიმალურად ეცდებით დაიცვათ სამართლიანობა, მაგრამ ერთის მხრივ იცავთ სამართლიანობას, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან ცუდად, არაკორექტულად შეიძლება ექცეოდეთ სხვის საიდუმლო ინფორმაციას.
მშვილდოსანი - გილოცავთ, გათავისუფლდით შავი მთვარისგან, თანდათან იგრძნობთ ჯანის მატებას, არ გადააფასოთ თქვენი ძალები და შესაძლებლობები.
თხის რქა - საჭიროა სიფრთხილე და წინდახედულობა. სანტექნიკას მიაქციეთ ყურადღება. შეიძლება წვრილმანი პრობლემა გახდეს დიდი პრობლემა.
მერწყული - იმუნიტეტი იმატებს, განწყობაც უმჯობესდება, მაგრამ ნუ იჩქარებთ, მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს, ჯერ კიდევ ენაზე კბილის დაჭერის დროა. ფრთხილად ინტიმური კავშირების მიმართ!
თევზები - პერიოდი კარგი გაქვთ, ჯანზე ხართ, ინტუიციაც მდგრადია 18 რიცხვამდე ყველაფერი კარგად გამოგდით. თქვენში მოიმატებს ფანტაზია, ილუზია, რის გამოც ზოგიერთი ეცდება თქვენი ნდობის ცუდად გამოყენებას, ამიტომ არ აჰყვეთ ცდუნებებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ლილიტი“ თხის რქაშია: სად უნდა გაფრთხილდეთ მომდევნო 9 თვის განმავლობაში