Digest Logo

„არ დაკავდეთ მნიშვნელოვანი საკითხებით...“ - 24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1737696459
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა. სასურველი არ არის სიჩქარე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. გაატარეთ დღე მაქსიმალურ სიმშვიდეში“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მათი 22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია 👇

ვერძი - არ დაკავდეთ მნიშვნელოვანი საკითხებით, არ შეასრულოთ ისეთი საქმე, რასაც ზედმეტი პასუხისმგებლობა სჭირდება. მშვიდად დაგეგმეთ დღევანდელი დღე და ყურადღება მიაქციეთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს. 

კურო - მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რაც მარტივი არ იქნება. ეცადეთ, კარგად მოიძიოთ ინფორმაცია, გაერკვეთ და შემდეგ იმოქმედოთ.

ტყუპები - წინააღმდეგობები და სირთულეები გელოდებათ, სწრაფი მოქმედებაა საჭირო. მალე მიხვდებით, რომ ყველაფერს გამოასწორებთ. 

კირჩხიბი - საკმაოდ პოზიტიური დღეა და შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი მიზნების, იდეების განსახორციელებლად. ენდეთ თქვენს ინტუიციას.

ლომი - ეცადეთ შესწორებები შეიტანოთ თქვენს საქმიანობაში გამოასწორეთ შეცდომები. დააკვირდით და გადაამოწმეთ ყველაფერი.

ქალწული - მოგეცემათ შესაძლებლობა ნებისმიერი სირთულის პრობლემიდან იპოვოთ გამოსავალი, მიხვდებით რა და როგორ გამოასწოროთ. 

სასწორი - იყავით აქტიურები, არ დათმოთ პოზიციები. საკუთარი თავი სწორად წარმოაჩინეთ და იმოქმედეთ სამართლიანად. 

მორიელი - დღის პირველი ნახევარი გაატარეთ აქტიურად, მნიშვნელოვანი საქმეები ამ პერიოდში დაგეგმეთ, მეორე ნახევარი პასიური გექნებათ.

მშვილდოსანი - ქაოსური დღეა, ამიტომ ყველაფერი დააბალანსეთ. ყურადღება მიაქციეთ საოჯახო საქმეებს, მოიყვანეთ ყველაფერი წესრიგში. 

თხის რქა - დამღლელი დღეა და მაქსიმალური ყურადღება გჭირდებათ ყველა დეტალზე. 

მერწყული - კარგი იქნება თუ ყურადღებას მნიშვნელოვან ადამიანებს დაუთმობთ. გაუკეთეთ მათ სიურპრიზი, მოუსმინეთ და გაატარეთ დრო მათთან ერთად. 

თევზები - აღიდგინეთ ენერგია, აუცილებლად დაგჭირდებათ იმ შემოთავაზებებზე, რასაც დღეს მიიღებთ. დაისვენეთ იმისთვის, რომ მომდევნო დღეები დადებითი იყოს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩვენი ქორწინების 4 წლის თავზე...“ - გიორგი გასვიანი ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ...პოლიტიკოსს ან მის შვილს ქუჩაში ესვრიან...“ - გოგა მანია შოკის მომგვრელ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

🎥 ცხენოსნებით მოცული ქუთაისი და ზღაპრული ხელის თხოვნა - გაიცანით, ამბის მთავარი გმირები