ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ქუთაისის ქუჩები ცხენოსნებმა მოიცვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ყოველივე ხელის თხოვნის ცერემონიის ნაწილი იყო.
გადაცემაში „დღის პოსტი“ მოამზადეს სიუჟეტი, სადაც აღნიშნულ ამბავზე პატარძალი საუბრობს. როგორც მარიამ ქორიძე აღნიშნავს, მისთვის წარმოუდგენელი იყო მსგავსი ხელის თხოვნა:
„ჩემი და თემურის ისტორია დაიწყო შვიდი წლის უკან. თავიდან ვმეგობრობდით. საერთო სამეგობრო წრეში გავიცანით ერთმანეთი. ბოლო წელიწად-ნახევარი კი შეყვარებულები ვიყავით. თემური არის ძალიან რომანტიკული ბიჭი, ჩანდა ნათლად, რომ ზრდილობიანი იყო და იცოდა ქალის პატივისცემა. არ ვოცნებობდი გრანდიოზულ ნიშნობასა და ქორწილზე. ერთადერთი რაც მინდოდა - სტანდარტულად გრძელი საპატარძლო კაბა.
ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მეგობარმა მთხოვა, რომ ბაგრატის ტაძარში გავყოლოდი. როდესაც გავედით და ძალიან ბევრი ცხენი დავინახე, შემდეგ ნაცნობებსაც მოვკარი თვალი და მივხვდი რაც ხდებოდა. მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა და რაღაცნაირად მართლა ვგრძნობდი, რომ ხელს მთხოვდა. ისე გამოვიდა, რომ საკუთარ დაბადების დღეზე ყველაზე კარგი საჩუქარი მიიღო ჩემი სახით. ძველი ტრადიციების გაცოცხლება, ცხენები, ჩოხები კარგად გამოვიდა, არავინ არ მიყვება დღეს ამას, ქორწილი არა მგონია ასეთი გრანდიოზული გამოვიდეს. გამიხარდება თუ ამ ტრადიციას სხვებიც გაიმეორებენ“, - ჰყვება მარიამ ქორიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყოველთვის მიხარია შენი დანახვა...“ - მაკა ზამბახიძე ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕„წლის ადმინი N2... გამარჯვებულია ჩქიმ ჯიმა კოჩი“ - ხავი დე ლა ოსა მეგრულად ალაპარაკდა
⭕„დახვეწილი და გემოვნებიანი...“ - თაკო ჩხეიძე უახლეს ფოტოებს გვიზიარებს