Digest Logo

🎥 „არ გაარჩიოთ საქმე, სარისკო საქმეს მოერიდეთ, არ გათქვათ ინფორმაცია...“ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1760942629
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე კვირის (20-26 ოქტომბერი) ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა. მისი თქმით, წინ 5 გეომაგნიტური დღე გველოდება. ეს არის პერიოდი, როცა ჯანმრთელობას, განსაკუთრებით წნევის ცვალებადობას ყურადღება უნდა მივაქციოთ.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში 2 მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გვაქვს: პლანეტა ნეპტუნის თევზების ზოდიაქოში დაბრუნება და მზის გადასვლა მორიელში.

რას მოუტანს მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, წაიკითხეთ:👇

ვერძი - ენერგოტონუსი ჯერ მაღალია, შარმი ძლიერი, ამიტომ აქტიურები ხართ. კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ხელშეკრულების დადებისთვის, ფინანსური მდგომარეობის დასარეგულირებლად, ნელ-ნელა ყველაფერი მოვა. 

კურო - ენერგოტონუსი გემატებათ, ძლიერდება იმუნიტეტი, ემოციურად მშვიდდებით, საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის, სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ბიზნესს-საქმიანი თანამშრომლობისთვის, თუმცა თქვენი გეგმები უნდა გაასაიდუმლოოთ! 

ტყუპები - შარმიანი, მიმზიდველი, აქტიური ხართ. გაქვთ იდეები, ოპტიმიზმი, წარმატებული იქნება ლატარიებში მონაწილეობა, შვილებთან ურთიერთობები კარგი იქნება. რომანტიკული ურთიერთობების ამაღლების ტენდენციაა და გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობასაც. 

კირჩხიბი - მთავარი პრობლემაა ის, რომ შესაძლოა გადაამეტოთ ძალაუფლებას! როგორც კი თქვენში გაჩნდება მენტორული ტონი, ეგოისტური ტენდენციები, ეგრევე შეგექმნებათ კონფლიქტები. თუ ამას გაითვალისწინებთ, ძალიან კარგი პერიოდი გექნებათ, ემოციურად დამშვიდდებით. 

ლომი - საკმაოდ კარგად გრძნობთ თავს, ენერგიული, აქტიური ხართ, მაგრამ გაქვთ ერთი უცნაურობა, სახლში უკეთ გრძნობთ თავს, ვიდრე გარეთ. შეგიძლიათ სახლში სიტუაცია შეცვალოთ, გაალამაზოთ ბუდე, ახალი ავეჯი, რემონტი. სირთულეები და დაძაბულობა გარეთ გექნებათ, ამიტომ არ გაგიკვირდეთ. 

ქალწული - აი, ვინ ცოცხლდება! მაქსიმალურად მოგემატებათ ენერგია, შარმი, მიზიდულობა იქნება არნახული. პარტნიორული თანამშრომლობა, ინდივიდუალური საქმიანობა გადასარევად გამოგივათ. შანსები წარმატებისა გაქვთ არნახულად მაღალი, ყველაფერი გამოგივათ, ფინანსურადაც მოგებიანი კვირაა.

სასწორი - ჯერ კიდევ კარგი პერიოდი გაქვთ, შარმი, მიზიდულობა, გონებამახვილობა წინა პლანზე გაქვთ. ყველაფერში ძალიან კარგები იქნებით, მგზავრობა-მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ იაქტიურეთ. 

მორიელი - ცოტა მოთმინება გმართებთ, სანამ მზე შევა თქვენს ზოდიაქოში. არ გაარჩიოთ საქმე, სარისკო საქმეს მოერიდეთ, არ გათქვათ ინფორმაცია. ოთხშაბათიდან იგრძნობთ უკეთესობას, ჯანი მოგემატებათ. მოლაპარაკებები, ხელშეკრულებები დაგეგმეთ კვირის მეორე ნახევრისთვის. 

მშვილდოსანი - სანამ დაბადების წინა პერიოდი დაგეწყებათ, მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს კვირა, ჯერჯერობით ყველაფერი გამოგდით. ინტერნეტიდან საინტერესო ამბები მოვა, მეგობრებთან კონტაქტი, თანადგომა, პარტნიორული თანამშრომლობა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 

თხის რქა - გამოცოცხლდებით, ენერგოტონუსი მოიმატებს. ყველაფერი გამოგდით, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, შემოგივათ წინადადებები, ახალი სამსახური, ახალი პროექტი, ახალი ფორმის პარტნიორული ურთიერთობა გელოდებათ. შესაძლებლობებით აღსავსე პერიოდი გაქვთ. უფლება არ გაქვთ გაჩერების! 

მერწყული - ნაცრისფერი კარდინალის პოზიცია უნდა დაიკავოთ, იყავით კულისებს მიღმა და აკონტროლეთ ყველა და ყველაფერი. ენერგოტონუსი მაღალია, გაქვთ საშუალება, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და ახალი ფინანსური წყაროები იპოვოთ. უცხოელებთან აქტიური კონტაქტი დაამყაროთ. 

თევზები - თქვენც შედიხართ ვარსკვლავურ პერიოდში, ნელ-ნელა გემატებათ ენერგოტონუსი, დახვეწილი იუმორი წინა პლანზე წამოიწევს. თანამშრომლობა, პარტნიორული ურთიერთობები, უცხოეთთან კონტაქტი, მგზავრობა-მოგზაურობა, შარმი, მიზიდულობა, ყველაფერი იქნება“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ლტოლვა ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკული ნაერთებისა და ფსიქოტროპული პრეპარატებისადმი გაიზრდება“ - მიმდინარე კვირის ტენდენციები მიხეილ ცაგარელისგან

როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ოქტომბერს საქართველოში☔

„რატომ უნდა დაკავდეს ბავშვი სპორტით? არა იმიტომ, რომ ჩემპიონი გახდეს, არამედ უკეთესად იგრძნოს საკუთარი თავი“ - გიორგი ჩოგოვაძე