Digest Logo

„რატომ უნდა დაკავდეს ბავშვი სპორტით? არა იმიტომ, რომ ჩემპიონი გახდეს, არამედ უკეთესად იგრძნოს საკუთარი თავი“ - გიორგი ჩოგოვაძე

1760938939
 გიორგი ჩოგოვაძე

ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. იგი ხშირად გვიზიარებს რეკომენდაციებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე.

ამჯერად მან მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ბავშვი სპორტით უნდა დაკავდეს:

„ბავშვი აუცილებლად უნდა დაკავდეს სპორტით. არა იმიტომ, რომ ჩემპიონი გახდეს, არამედ იმიტომ, რომ უკეთესად იგრძნოს საკუთარი თავი.

რატომ უნდა დაკავდეს ბავშვი სპორტით:

ზრდის თვითშეფასებას – ბავშვი სწავლობს საკუთარ შესაძლებლობების რწმენას და ხედავს საკუთარი ძალის შედეგს.

ამყარებს დისციპლინას – რეგულარული ვარჯიში აჩვევს პასუხისმგებლობას და შრომის მნიშვნელობას.

ეხმარება ემოციების მართვაში – ფიზიკური აქტივობა ბუნებრივად ამცირებს სტრესს, შფოთვას და აგრესიას.

ავითარებს სოციალურ უნარებს – გუნდური სპორტი ასწავლის თანამშრომლობას, პატივისცემას და წესების დაცვას.

აძლიერებს ფსიქიკურ სტაბილურობას – ბავშვი სწავლობს წაგებასთან გამკლავებას და რთული ემოციების გადამუშავებას.

აძლევს ცხოვრებისეულ ენერგიას – სპორტი აუმჯობესებს ძილს, განწყობას და კონცენტრაციის უნარს.

ქმნის ხასიათს – მოთმინება, თავდაუზოგაობა და მიზანდასახულობა სპორტიდან იწყება.

საერთოდ სპორტი არ ზრდის მხოლოდ კუნთებს — ის აყალიბებს მტკიცე ხასიათს“, - წერს გიორგი ჩოგოვაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ფინანსური ცვლილებები, ახალი შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

🎥 „ცხოვრება წრფივად არ მიდის, პერიოდულად მოსახვევებში რაღაცები გაქვს გადასაწყვეტი, ამაში გეხმარება...“ - ალექსანდრე ჯეჯელავა მოტივაციაზე

20 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით