Digest Logo

„არ გამოადგება კოლეგებთან ახლობლური ურთიერთობის ნაჩქარევი დამყარება, სამსახურის შეცვლა ხელფასის გაზრდის გარეშე“ - 12 მარტის ასტროპროგნოზი ხათუნა ნოელისგან

1741689287
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი 12  მარტის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„ხვალ 12 მარტია და მთვარის მზარდი ფაზა გრძელდება, ასევე გრძელდება ვენერას რეტროგრადული მოძრაობაც.

00:16 - მთვარის უკურსო პერიოდი - 11:54 ☉ მზე ☌ ♄.
11:55 ☽ მთვარე გადადის ქალწულში17:19 მე-14 მთვარის დღის დასაწყისი,ამ დღის სიმბოლოა - საყვირი, რომლის ხმები ადამიანებს კეთილი საქმის კეთებისკენ მოუწოდებს.

დღე შესაფერისია ახალი, საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად, ინფორმაციის მოსაპოვებლად და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ზარების განსახორციელებლად.

არარეკომენდებულია სითხის და მით უმეტეს ალკოჰოლის მიღება. კარგია ფიზიკური შრომა.

უკუნაჩვენებია მაგიური რიტუალების ჩატარება, სუნამოების გამოყენება და სარკეში უმიზნოდ ყურება.ამ დღეს გაძლიერდება ოჯახური ურთიერთობები, ბავშვების მშობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობა. დღის მეორე ნახევარმა შეიძლება ზედმეტ საქმეებში და საზრუნავში ჩაგაგდოთ, ეს კი ენერგიისა და დროის დაკარგვას და შესაძლოა ჭარბ კვებას გამოიწვევს.სიყვარული და ურთიერთობები.

მეთოთხმეტე მთვარის დღეს ადამიანები ხშირად მიდრეკილნი არიან აპათიის და დეპრესიისკენ, იმის გამო, რომ მთვარის ენერგია ძლიერია, მაგრამ ადამიანს არ შეუძლია მისი გამოყენება. დაიმახსოვრთ და არ დანებდე სევდას. ამ დღეს ბევრი ადამიანი ლაპარაკობს მინიშნებებით , ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან. არ გამოტოვოთ დეტალები, ადამიანს ძალიან სურს რაღაცის გადმოცემა, მაგრამ პირდაპირ თქმას ვერ ბედავს.

საოჯახო საქმეები

შეგიძლიათ წარმატებით გაუმკლავდეთ მთავარ საოჯახო საქმეებს, სარეცხს და დასუფთავებას. ასევე ძალიან კარგი დღეა რემონტისთვის. 

გაასუფთავეთ თქვენი სახლი საფუძვლიანად და გექნებათ ადგილი ახალი ენერგიისთვის. ძალიან კარგია თქვენი სივრცის ენერგეტიკულად გაწმენდა.

ბიზნესი და ფული: განსაკუთრებით ხელსაყრელია მეთოთხმეტე მთვარის დღის პირველი ნახევარი. ამ დროს შეგიძლიათ საზოგადოებას მიაწოდოთ თქვენი იდეა, აზრი ან წინადადება, ეს გამოიწვევს ხარისხობრივად ახალ დონეზე გადასვლას. მაგალითად, დაწინაურებას, ჯილდოს , აღიარებას. ამ დღეს უკავშირდება სასარგებლო, მოგებიანი ნაცნობები, საინტერესო კავშირები . კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოგზაურობისთვის, იმ პირობით, რომ სიფხიზლეს გამოიჩენთ და სიტუაციას გულდასმით გააანალიზებთ..

არ გამოადგება - ახალი ინვესტიციები, რისკიანი ნაბიჯები, პარტნიორებთან კონფლიქტები  ახლა ჯობია არსებული შეთანხმებების გადახედვა, ძველი დოკუმენტების გადამოწმება.

არ გამოადგება: ახალი კონტრაქტების ხელმოწერა. გადაუდებელი შემთხვევების დროს სავალდებულოა ადვოკატის კონსულტაცია.

ახალ სამსახურში გადასვლა

დეტალურად გაარკვიეთ პასუხისმგებლობები, დაიცავით პროფესიონალური საზღვრები. არ გამოადგება კოლეგებთან ახლობლური ურთიერთობის ნაჩქარევი დამყარება, სამსახურის შეცვლა ხელფასის გაზრდის გარეშე. ახალი საქმის დაწყება მხოლოდ ძველ პარტნიორებთან.

შოპინგი - იყიდეთ: ორგანული პროდუქტები, წიგნები/კურსები თვითგანვითარებისთვის, მედიკამენტები აფთიაქში.

არ იყიდოთ: ძვირფასი ნივთები, მექნიკა.ჯანმრთელობა-დასუსტებული ორგანოები: კუჭ-ნაწლავის სისტემა, პანკრეასი. ჯობია არ გაკეთდეს: ელექტროფიზიოთერაპია, ოპერაციები მუცელზე.

რეკომენდებულია: დეტოქსი, პრობიოტიკების მიღება.დაავადებები, რომლებიც იწყება ამ მთვარის დღეებში, ჩვეულებრივ სწრაფად გადის.

დიეტა - შეიძლება: დღეს კარგია ორგანიზმის გაწმენდა, ნუშისა და მარილიანი საკვების მირთმევა. მოერიდეთ მწარე და ტკბილ საკვებს.

არ შეიძლება: ცხიმიანი ხორცი, ალკოჰოლი.

მინერალები - შეიძლება ტარება: აქატი

არ შეიძლება ტარება: სარდიონი(აგრესიას აძლიერებს).

ზოგადი რჩევა: დღეს ენერგია დეტალებზე და პრაქტიკულობაზეა ორიენტირებული. თავი შეიკავეთ ემოციური გადაწყვეტილებებისგან, განსაკუთრებით ფინანსებსა და ურთიერთობებში. ქალწულის მთვარე დაგეხმარებათ წესრიგის დამყარებაში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ დასვენება და ძალების აღდგენა“, - წერს ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

როგორ მომართოთ მარტის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ - ასტროლოგის რჩევები

🎥 „მზადდება მარა რა მზადდება“ - მაიკო კაჭკაჭიშვილის შვილი და ნინი ბადურაშვილი ახალ სიმღერას წერენ

„გვიხარია თუ ეს ლამაზი დღე კიდევ უფრო გავულამაზეთ ერთმანეთს...“ - მაკა ზამბახიძე სოლო კონცერტიდან ფოტოებს გვიზიარებს