
მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს. მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს. ამასთან მას დაწყებული აქვს მზადება სოლო ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“.
აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ერთადერთი შვილი, სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია. მაკა ზამბახიძე ბებიაც გახლავთ, მას ქალიშვილისგან 2022 წელს შვილიშვილი, მიქაელი შეეძინა.
„დუეტი ჯორჯიას“ 8 მარტს სოლო კონცერტი ჰქონდა, რამაც წარმატებით ჩაიარა. მომღერალი სოციალურ ქსელში სამადლობელ პოსტს აქვეყნებს:
„ყველასთვის საყვარელ დღეს, 8 მარტს ჩატარდა ჩვენი მეორე სოლო კონცერტი და გვიხარია თუ ეს ლამაზი დღე კიდევ უფრო გავულამაზეთ ერთმანეთს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ქალთა კამერულ ორკესტრს და ბენდს ჩვენი მაესტროს დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით და დამსწრე საზოგადოებას.
ასევე ჩვენს სუპერ ბექვოკალს. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი.
P.S მომავალ შეხვედრამდე“, - წერს მაკა ზამბახიძე.
View this post on Instagram
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„უფალმა ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული გვიმყოფოს“ - დავით არჩვაძის მილოცვა იუბილარ შვილს