
ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი მაია მომცელიძე, რომელიც პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს ქმნის და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც სამყაროს წესზე საუბრობს.
მისი თქმით, სამყარო ჩვენს ენერგიაზე რეაგირებს და თუ შენ იდეალურ მომენტს ელოდები რაღაცის დასაწყებად, ეს დრო არასდროს დადგება:
„გაქვს შეგრძნება, თითქოს რაც არ უნდა სცადო არაფერი გამოგდის, ძალა აღარ გაქვს ცხოვრება გააგრძელო, არაფერს აღარ მოქმედებ, გგონია, რომ სამყარომ ზურგი გაქცია, აღარ ქმნი, აღარ მოძრაობ?
სამყაროს ძალიან მარტივი წესი აქვს, ის რეაგირებს შენს ენერგიაზე.
როცა ენერგია ჩერდება, შენს გარშემო ყველაფერი ჩერდება, თითქოს გზები იკეტება, მაგრამ მთავარი გამოსავალი მოქმედებაა! თუნდაც პატარა ნაბიჯებით, ერთი ნაბიჯით.
არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, წერ, კითხულობ. მას არ აინტერესებს რას ქმნი, მას აინტერესებს, რომ რაღაცას ქმნიდე!
შენ შეიძლება ფიქრობ, რომ იდეალური მომენტი უნდა დადგეს, მაგრამ ასეთი მომენტი არ არსებობს!
მაშინ, როცა შენ რაღაცას იწყებ, მოძრაობ, სამყაროც შენს მხარეს იწყებს მოძრაობას, იცვლება შენი ვიბრაცია.
შენ არ გჭირდება სრულყოფილება, მხოლოდ მოძრაობა, იმის კეთება, რაც გულით გსიამოვნებს“, - ამბობს მაია მომცელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღეს 5 თვის გახდა“ - გიორგი კეკელიძე შვილის უახლეს ფოტოს გვიზიარებს