
ასტროლოგებმა 2025 წლის დასრულებამდე დაასახელეს თარიღები, რომლებიც ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისათვის განსაკუთრებით წარმატებული და ხელსაყრელი იქნება. აღნიშნულ დღეებში, პლანეტარული ენერგიები წინსვლასა და განვითარებაში დაგეხმარებათ:
ვერძი: 15 დეკემბერი
მარსი, თქვენი მფარველი პლანეტა, თხის რქაში გადადის და თქვენს ამბიციებს აძლიერებს. ამ დღეს თქვენ ენერგიისა და თავდაჯერებულობის მოზღვავებას იგრძნობთ, განსაკუთრებით - კარიერაში. შესანიშნავი დროა წინსვლისა და თქვენი პოზიციების გასაძლიერებლად.
კურო: 5 ნოემბერი
სავსე მთვარე თქვენს ნიშანში გაწმენდს სივრცეს იმ ყველაფრისგან, რაც ზედმეტია. შეძლებთ ძველი ემოციებისა და შეზღუდვებისგან გათავისუფლებას და ახალ ძალასა და მოტივაციას იპოვით, რომ სამომავლო გეგმები დასახოთ. ეს არის დღე, როდესაც თქვენს შემდეგ ნაბიჯს ნათლად დაინახავთ.
ტყუპები: 27 ოქტომბერი
მარსსა და იუპიტერს შორის ჰარმონიული ასპექტი ურთიერთობებსა და საქმიან სფეროში ახალ კარს გაგიღებთ. თამამად იმოქმედებთ და შესაფერის ადამიანებსაც ადვილად იპოვით. შესანიშნავი დღეა ცვლილებებისა და შთაგონებისთვის.
კირჩხიბი: 24 ოქტომბერი
მერკური და იუპიტერი წარმატებულ კონტაქტებსა და მნიშვნელოვან საუბრებს მოგიტანთ. ენდეთ თქვენს ინტუიციას და თავდაჯერებულად დადეთ შეთანხმებები. შესაძლებელია, სასარგებლო კონტაქტები და ის მხარდაჭერა მიიღოთ, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობდით.
ლომი: 29 ნოემბერი
საკუთარი სურვილებისა და პიროვნების უკეთ შესწავლის შემდეგ, სიცხადესა და შინაგან შვებას განიცდით. კონფლიქტები გაქრება და ურთიერთობებსა და საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში ჰარმონიას იგრძნობთ. ამ დღეს აღმოაჩენთ, რომ ბევრი რამ თავის ადგილზე დადგა და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.
ქალწული: 29 სექტემბერი
ამ დღეს თქვენ გამჭრიახობის განსაკუთრებულ მომენტებს განიცდით. წარმატება, სხვების ყურადღება და გაზრდილი გავლენა გელოდებათ. ეს არის დღე, როდესაც შეგიძლიათ, თამამად იმოქმედოთ და საკუთარი თავი უკეთ წარმოაჩინოთ.
სასწორი: 13 ოქტომბერი
ვენერა, თქვენი მმართველი პლანეტა, თქვენს ზოდიაქოს ნიშანში შემოდის და სიყვარული, აღიარება და ბედისწერის საჩუქრები მოაქვს. ეს არის დღე, როდესაც დიდი წარმატება და თქვენი შრომის დაფასება გელით. შესანიშნავი დროა ახალი ნაცნობობის დასამყარებლად და ურთიერთობების გასაძლიერებლად.
მორიელი: 22 ოქტომბერი
ამ დღეს წარმოუდგენელ ძალას და თავდაჯერებულობას იგრძნობთ. თქვენი ინტუიცია გაძლიერდება და ფარული რესურსების აღმოჩენას შეძლებთ. ეს არის დღე, როდესაც ბევრი რამ, რაც აქამდე გერთულებოდათ, შესაძლებელი გახდება.
მშვილდოსანი: 4 ნოემბერი
მარსი თქვენს ნიშანში თავგადასავლებსა და ახალ ჰორიზონტებს ხსნის. ეს მოგზაურობის, სწავლისა და თამამი გადაწყვეტილებების მიღებისთვის შესანიშნავი დროა. იდეალური დღეა ჩარჩოებიდან გასასვლელად და სიახლეების დასაგეგმად.
თხის რქა: 24 დეკემბერი
ვენერა თქვენს ნიშანში ურთიერთობებს აძლიერებს და აღიარებას მოაქვს. თქვენი შრომა და მოთმინება გამოგადგებათ და დიდი ხნის ნანატრ სტაბილურობას მიიღებთ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმიან ურთიერთობებში.
მერწყული: 14 ოქტომბერი
პლუტონი თქვენს ნიშანშია და განახლების ძლიერ იმპულსს გიგზავნით. ეს არის შინაგანი ცვლილებების, ცნობიერების ამაღლებისა და ახალი გადაწყვეტილებების დღე, რომელიც სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებაშიც დაგეხმარებათ.
თევზები: 28 ნოემბერი
სატურნი თქვენს ნიშანშია და სიცხადე მოაქვს. ეს არის დღე, როდესაც აცნობიერებთ, რომ მზად ხართ ახალი გამოწვევებისა და სერიოზული ნაბიჯებისთვის. შესანიშნავი დროა თქვენი პოზიციის გასაძლიერებლად და მიზნების მისაღწევად.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პირველად ისტორიაში...“ - რა სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი
წყარო: www.beaumonde.ge