Digest Logo

„არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ“ - ცაგარელის დღის რჩევა

1646975457
ასტროლოგი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 11:26 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

კარგი იქნება თუ მოიცლით და მთელ დღეს საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრას დაუთმობთ.

გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რათა არ დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ.

არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და საკანცელარიო ნივთების, ავეჯის და შინაური ცხოველების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქოორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი, ხილით, მოთუშული ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ფილტვებს და ბრონქებს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი და იისფერი, ასევე ზურმუხტი, მარგალიტი, ოპალი, აქატი და ვეფხვის თვალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

მარიამ გეგუჩაძეზე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღიძრა

„ღიპიანმა ქალებმა არ ჭამოთო, უფრო მეტიც, ხაზი გადაგვისვა... რას ჰგავს ეს საქციელი? ეს არაა მარკეტინგი“ - რამ გააღიზიანა სოციალური ქსელის მომხმარებლები

 VIDEO: „ამ ექიმმა ამშობიარა ახალგაზრდა ქალი უკრაინიდან პოლონეთის საზღვარზე“ - რა კადრებს ავრცელებს ნათია ჭკუასელი