Digest Logo

„არ ღირს ხელმძღვანელებთან კამათი, უმჯობესია დავის გარეშე შეასრულოთ ყველა დავალება და არ ჩაებათ არასასურველ კონფლიქტში“ - მიხეილ ცაგარელი

1662012870
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის, მთვარე კი, მებრძოლი და შეუპოვარი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

დაიცავით წესები და კანონები. არ ღირს ხელმძღვანელებთან კამათი, უმჯობესია დავის გარეშე შეასრულოთ ყველა დავალება და არ ჩაებათ არასასურველ კონფლიქტში.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი წყენის, ბრაზის და ეჭვიანობის გამოვლენა. თავი შეიკავეთ ცინიზმისა და სარკაზმისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ რენტგენს და სხივურ თერაპიას, კარგი დღეა მასაჟისა და ყელ-ყურის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – შავი, წითელი, ლურჯი, მწვანე, ცისფერი და იისფერი, ასევე ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი, ონიქსი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მეგობრებო, ტაბულაში არაერთი უდიპლომო მუშაობს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ქართულში 20 ქულა ვერ აიღეს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

🔵„თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს“ - ბექა ყორშია

🔵„გილოცავთ ბღარებო ყველას, ვინც ჩააბარეთ და აქვე მოგცემთ რჩევას, როგორ ადამიანებს უნდა ერიდოთ ცხოვრებაში“ - არჩილ მარშანია

წყარო: fortuna.ge