საინფორმაციო პორტალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეალური ცოდნა და როგორ არ აქვს აზრი ფორმალურ დიპლომს საქმეში.
„მეგობრებო, ტაბულაში არაერთი უდიპლომო მუშაობს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ქართულში 20
ქულა ვერ აიღეს, არამედ იმიტომ, რომ არ აინტერესებდათ დიპლომი.
გეითსიც და ზაკერბერგიც დროფაუთები არიან, მაგრამ არა იმიტომ რომ ელემენტარულ მათემატიკას ვერ აბარებდნენ, არამედ იმიტომ, რომ არ აინტერესებდათ დიპლომი.
ანუ გატყუებთ ყველა, ვინც გეუბნებათ, რომ ელემენტარული მათემატიკა და რომელიმე ენაზე აზრის ჩამოყალიბების უნარი არ გჭირდებათ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ - რამეში, გნებავთ ქოუდინგი იყოს, გნებავთ სხვა რამ.
✔️სწავლა მნიშვნელოვანია!
✔️ცოდნა მნიშვნელოვანია!
✔️დიპლომი მნიშვნელოვანი არაა“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
🔵„მინდა ისეთი კაცური კაცი გავზარდო, როგორიც მამიკოს უნდოდა“ - ნინო ბერიძის ემოციური მილოცვა შვილს