ექიმი არჩილ მარშანია იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს სტუდენტები გახდნენ, მიღწეულ შედეგებს ულოცავს და კონკრეტულ რჩევებს აძლევს:
„გილოცავთ ბღარებო ყველას ვინც ჩააბარეთ და აქვე მოგცემთ რჩევას როგორ ადამიანებს უნდა ერიდოთ ცხოვრებაში:
1 - „ეეე დიპლომი მხოლოდ ფურცელია ძმაო“ სასტავი, თქვენ რომ გამუნათებენ, უნივერსიტეტი რად გინდათ, აგერ (ვიღაც წარმატებული მოჰყავთ მაგალითად) თავის დროზე სახლიდან გაიქცა, სკოლაც მიატოვა, თავის ოცნებებს მიჰყვა და განვითარდაო.
სინამდვილეში ეგენი ისეთი სასტავია აი, რაღაც შემთხვევითობით რო ფული იშოვეს და თავი ბიზნესგურუები ჰგონიათ ან არც იშოვეს მაგრამ გამწარებულები არიან, ის წარმატებული ხალხის მაგალითები კიდე უიშვიათესი გამონაკლისებია, ყველაფრის მიტოვებით და წანწალით წარმატებული თითო-ოროლა ხალხია, მაგათაც უმეტესწილად ბეგრაუნდი ჰქონდათ კარგი და იმიტომ, დანარჩენი ყველა ბომჟია ისევ ან მოკვდა თავისუფალ იალაღებში კრის მაკ-კენდლესივით.
2 - „აი სამედიცინოზე რამ ჩაგაბარებინა შენ მოგიკვდი მე“ - ექიმები. მოქმედი ექიმები რომლებიც ძირითადად ზუსტად ამ საქმით ცხოვრობენ და სჭამენ პურსა უმეტესად იმიტო ამბობენ რომ პროსტა ტრედნია რა მაგის თქმა, „ტანჯვა-წამებაზე“ ხაზგასასმელად, სინამდვილეში ურთულესი თუმცა უაღრესად საინტერესო ცხოვრება გელით თუ სამედიცინოზე ჩააბარეთ (თუ გინდათ ცხადია და ხათრით არ ქენით, ეგრე ხათრით ჩაბარებულებიც ამბობენ ხოლმე მაგას).
3 - ყველა სისულელეზე რაც პირზე მოადგებათ, „მე ძმაო ჩემი ექსპერტული აზრი გამოვთქვი, რა არ შეიძლება?!“-თი გამპრავებელი სასტავი.
ექსპერტის მოსაზრება მაშინ არის ღირებული როცა ის ლოგიკურია და ეყრდნობა/გამომდინარეობს რაიმე ობიექტურ (და არა სუბიექტურ) მონაცემებს, თუმცა ამ დროსაც კი ის ყველაზე ნაკლებად სანდო წყაროა.
ეს რა შუაშია არ ვიცი თქვენ ჩაბარებასთან მარა, მაინც ჩავაკვეხე, იყოს, წყალსა გთხოვთ თუ პურსა?! თან დეზინფორმაციასთან ბრძოლა ყველას ვალია. წარმატებები!“, - წერს არჩილ მარშანია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
🔵„მინდა ისეთი კაცური კაცი გავზარდო, როგორიც მამიკოს უნდოდა“ - ნინო ბერიძის ემოციური მილოცვა შვილს