დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული ლომის, მთვარე კი, ერთგული და სტაბილური კუროს ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
არ ღირს სხვათა განკითხვა და გაკიცხვა. თავი შეიკავეთ ყვირილისა და ჩხუბისგან.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კომპიუტერული ტექნიკის და ავეჯის, ავტომობილის და უძრავი ქონების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს გარისკვა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, თიხისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
🔵„ყურადღება მიაქციეთ 20 აგვისტოს!“ - მიხეილ ცაგარელი მომავალი კვირის შესახებ გვაფრთხილებს
🔵„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც 20 დღეში ასრულდება“ - მიხეილ ცაგარელი
წყარო: fortuna.ge