მართალია, მოიმატებს შრომისუნარიანობა, მაგრამ არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა, რადგან ენერგეტიკულად მძიმე დღეა.
მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.
გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.
არ ღირს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია და თავდაჭერა, უმჯობესია დათმოთ, ვიდრე ჩაებათ კონფლიქტში. არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და ზედმეტი პირდაპირობის გამოჩენა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი მეგობრების შეძენა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკვების და სასმლის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ელენთას.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.
🔵ასევე დაგაინტერესებთ: