Digest Logo

„პირველად რომ ლევან ჩოხელთან ერთად ვიფრინე, ზამთარი იყო... მეორე დღეა ჩემს სიუჟეტებს ვეძებ, ვუყურებ, ვატრიალებ ამ კადრებს და გული მეგლიჯება“ - მარიკა ბაკურაძის ემოციური პოსტი

1659175555
მარიკა ბაკურაძე

„იმედის“ ჟურნალისტი, მარიკა ბაკურაძე დაღუპულ მფრინავს - ლევან ჩოხელს იხსენებს და მის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს ავრცელებს.

„პირველად რომ ლევან ჩოხელთან ერთად ვიფრინე, ზამთარი იყო, ხევსურეთი, ცუდი რელიეფი, წელამდე თოვლი, ვერტმფრენი ვერ დაჯდა და ჰაერში გააჩერეს. მთელი გუნდი ხელში აყვანილმა გადმოგვსვა, მას მერე დამინახავდა თუარა იცინოდა - სულ ხელში აყვანილმა უნდა გატაროო.

როდესაც ფრენაზე მივიდოდი, აეროდრომზე შესვლისთანავე ვცდილობდი მფრინავებს შორის ეს ოქროს კაცი მეპოვა. სანდო და პროფესიონალი, მშვიდი და ღიმილიანი. მეორე დღეა ჩემს სიუჟეტებს ვეძებ, ვუყურებ, ვატრიალებ ამ კადრებს და გული მეგლიჯება. სულ ვფიქრობ იმ ბოლო წამებზე, რომ დაეშვნენ, მიხვდნენ რომ საშველი აღარ იყო და ჩავარდნენ, ნეტავ რას ფიქრობდა, რა განიცადა.. ასეთი ხალხი ასე წამში როგორ დავკარგეთ..

მე წლებია მთაში დავდივარ გადაღებაზე და მინდა ერთი რამ ვთქვა - მესაზღვრე მფრინავები მთის ხალხისთვის იყო და არის ნამდვილი იმედი! მათი ყოველი როტაცია არის ამ ხალხის კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, მომარაგება პროდუქტებით, გადაუდებელი დახმარება და ყველაფერი! ასეთ მდგომარეობაში უამრავჯერ მინახავს ეს ხალხი, დაუღალავად, სხვებისთვის.. ამიტომ, ვუსამძიმრებ ყველას, ყველა ადამიანს ვინც პირადად იცოდა ამ მფრინავების ადამიანიბა და პროფესიონალიზმი!“ - წერს მარიკა ბაკურაძე. 

 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „ვინც ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა და მის გამო დაიღუპა, მათ ოჯახებს მუხლმოდრკილი ვევედრები, მაპატიეთ“ - გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გადარჩენილი პარაპლანისტის დედა

🔵„ვერტმფრენი „ბაბუ“ ხვალ ისევ ცაში აფრინდება...“ - ემოციური პოსტი ზაზა ლორიაზე

🔵„ქარის ფაქტორი იყო, კლდესთან ახლოს იყვნენ, ქარმა რომ დაუბერა, შეატრიალა შვეულმფრენი და კუდით დაეჯახა კლდეს. დაიწყო ბზრიალი, ამ დროს შეეცადა გაჩერებას“ - პილოტი გუდაურის ტრაგედიაზე