ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე: ნდობის ანატომია: როდის ანგრევს ზედმეტი მცდელობა ჩვენს ცხოვრებას? - წერს:
„ნდობის ანატომია: როდის ანგრევს ზედმეტი მცდელობა ჩვენს ცხოვრებას?
ალბათ, შენც ხშირად გიფიქრია, რომ თუ წამით მაინც მოადუნებ ყურადღებას, შენი ცხოვრების სტრუქტურა უბრალოდ ჩამოიშლება.
ჩვენ შეპყრობილები ვართ კონტროლის ილუზიით. თანამედროვე სამყარო გვკარნახობს, რომ წარმატების ერთადერთი ფორმულა დაუნდობელი შრომა, ემოციური გადაწვა და მოვლენებზე მუდმივი ძალადობაა.
სინამდვილეში კი, ის, რასაც დისციპლინას ვეძახით, ხშირად შრომის ეთიკად შენიღბული, ჩვეულებრივი შიშია.
არსებობს უნივერსალური ფსიქოლოგიური კანონზომიერება, რომლის აღიარებაც ყველაზე მეტად გვიჭირს: ხშირად სწორედ ჩვენი ზედმეტი მცდელობა და პროცესებში უხეში ჩარევაა ის მთავარი ბარიერი, რომელიც სასურველ რეალობას გვაშორებს“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: