Digest Logo

„არ გირჩევთ თმის შეჭრას...“ - რა უნდა გავითვალისწინოთ 13 იანვარს?

1768284833
სუპერ მთვარეობა

სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones ახალ საინტერესო ასტროლოგიურ პოსტს აქვეყნებს სადაც თემაზე: „მთვარის ოცდამესამე დღე“, - ინფორმაციას გვიზიარებს.

მთვარის ოცდამესამე დღე რთული გარდატეხებისა და ძლიერი, არასტაბილური ენერგიის პერიოდია. ასტროლოგების თქმით, ამ დღეს მოსალოდნელია მოულოდნელი ცვლილებები, კონფლიქტების რისკის ზრდა და მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდები, რის გამოც რეკომენდებულია სიმშვიდის შენარჩუნება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავება.

„მთვარის ოცდამესამე დღე:

დღის სიმბოლო: ნიანგი, ნინაგი მაკკარა, ცერბერუსი, ქიმერა, ექიდნე

დღის მინერალები: სარდერი, თეთრი და შავი ნეფრიტი

დღის აღწერა:

მთვარის 23-ე დღე რთული გარდატეხვების დროა. თუ მანამდე სულიერი ტრანსფორმაცების დღეები იყო, ახლა პრიორიტეტი მატერიალური, ფიზიკური სამყაროა. ხდება უცაბედი ცვლილებები. ძირითადად ეს ცვლილებები იმის შედეგებია, რასაც აქამდე ვაკეთებდით. შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ თითქოს ყველაფერი თქვენი ნების გარეშე ხდება. გექნებათ შეგრძნება, რომ რაღაცას კარგავთ. ასეთი, რამის გამო შეიძლება ყველაფრის შეჩერება და ცვლილებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა მოგინდეთ.

თუ ბედისწერას წინააღმდეგობას გაუწევთ და ცვლილებებს შეაჩერებთ ყველაფერი უფრო გართულდება. ამის თავიდან ასარიდებლად მოვლენები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მოეკიდეთ რბილად და აუღელვებლად. არაფერი უბრალოდ არ ხდება: ერთი რამის დაკარგვით სხვა რამისთვის ვანთავისუფლებთ ადგილს. შეიძლება უკეთესი რამისთვისაც. შეგახსენებთ, ეს ეხება მატერიალურ სამყაროს.

ვარცხნილობა:

არ გირჩევთ თმის შეჭრას. ამან შეიძლება ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედოს. თმის შეღებვა ანდეთ მხოლოდ თქვენს ნაცნობ სტილისტს. ეს პოზიტიური ენერგიის მოზიდვასა და სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად დაგეხმარებათ. ატარეთ შეკრული ვარცხნილობა.

მებაღეობა:

ამ დღეს დიდი ენერგია აქვს, ამიტომაც კარგია მიწაზე მუშაობა. მცენარეების მოვლისას ყურადღება, სჯობს, მათ ზედა ნაწილს დაუთმოთ.

ამ დღეს გირჩევთ:

მთვარის ოცდამესამე დღე საკმაოდ ორაზროვანია. ამ დღეს ხდება ჩვენი ჩანაფიქრების, გეგმებისა და ვალდებულებების გამოცდა. ზედმეტად ბევრი ტრანსფორმაციების გამო არ გირჩევთ ახალი საქმის წამოწყებას. სჯობს, დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ.

დღის მეორე ნახევარი ძალიან უარყოფითი და კონფლიქტურია. პირად და სამსახურებრივ ურთიერთობებში იმატებს შური, ეჭვიანობა, წყენები, პრეტენზიები, იმედგაცრუებები. თუ იდეების გაზიარება მოგინდებათ, გახსოვდეთ, შეიძლება არასწორად გაგიგონ. ამიტომაც, ისაუბრეთ პირდაპირ, ნამიოკების გარეშე, იყავით კონკრეტულები. შეეცადეთ ამ დღეს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები არ გქონდეთ. ამ დღეს კარგი არ არის სულიერი წონასწორობის დაკარგვა, ამიტომაც ერიდეთ ჩხუბს და უთანხმოებებს. სულიერი ჰარმონიის შესანარჩუნებლად შეამცირეთ კონტაქტები.

დღის ერთ-ერთი სიმბოლო ნიანგი მაკკარაა. ეს არის მითოლოგიური მტაცებელი არსება, თევზის, ნიანგის, ჩიტისა და გველის გაერთიანება.

ამ დღის ენერგია ძლიერი, აგრესიული და ინტენსიურია. ამიტომაც, არ შეიძლება გაჩერება და საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტვა. თუ იზარმაცებთ ენერგია იმოქმედებს თქვენს წინააღმდეგ. ამასთან, რასაც არ უნდა აკეთებდეთ შინაგანად მშვიდი, მყარი და მტკიცე იყავით.

დღის თავისებურებები:

ამ დღის ენერგია არასტაბილურია. მაღალია ბოროტი და ცუდი საქციელების ჩადენის რისკი. შეეცადეთ ერიდოთ თავყრილობებს, უცხო ადგილებს და ახალ სანაცნობო წრეს.

ამ დღეს მასა ადამიანზე ნეგატიურად მოქმედებს. ადამიანების ქმედებები არაკეთილსინდისიერი და არაპროგნოზირებადია. ხშირად, კონფლიქტის მიზეზნი ისინი თავად არიან ხოლმე.

ამ დღეს, შეიძლება, მარტივად ავყვეთ პროვოკაციებს, ამიტომაც ეცადეთ თავიდანვე ერიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ამის მოხდენის შანსი არსებობს. ამ დღეს მთვარის ენერგიის გავლენა ადამიანებზე ძლიერია. ხშირად, ამ ენერგიის გამოთავისუფლებას ადამიანები ჩხუბის და სკანდალის მეშვეობით აკეთებენ.

არადა ამ ენერგიის პოზიტიურად და საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოყენება შესაძლებელია. მაგალითად, შეგიძლიათ ისეთი პრობლემა მოაგვაროთ, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ადამიანები ხშირად საკუთარ თავს იზიანებენ იმის გამო, რომ არ იციან მთვარის ენერგიის სწორად გამოყენება.

მთვარის ოცდამესამე დღეს კარგია ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის იანვრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული და საინტერესო ეტაპი ელოდება

🎥 „ჩემო ლაშიკო…მადლობა ამ სიყვარულისთვის“ – რა კადრებს აქვეყნებს სალომე ბაკურაძე

🔵გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია