Digest Logo

„არ გირჩევთ უსიამოვნებების აგრესიული ფორმით მოგვარებას...“ - რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს ახალმთვარეობა მორიელის ნიშანში

1794157983
ახალმთვარეობა

9 ნოემბერს, 11:01-ზე ახალმთვარეობა გველოდება მორიელის მეჩვიდმეტე გრადუსში. ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე კონკრეტულ ნიშანშია შეერთებული და იბადება მთვარის ახალი თვე და რადგან ახლა მორიელის სეზონია, ახალმთვარეობასაც ამ ნიშნის ელფერი ექნება, ტრანსფორმაციული, კრიზისების გადალახვის, ჩაღრმავებულ-დაკვირვებული, ცოტა გესლიანი.

🌙☀♏️ მორიელი არის ტრანსფორმაციულ-მისტიკური ნიშანი და შეიძლება გაგიმძაფრდეთ ინტუიცია, განსაკუთრებით მათ, ვისაც მორიელის ნიშანი გამოკვეთილი გაქვთ პირად ასტროლოგიურ რუკაში. შეიძლება დაინახოთ ის, რაც ან აქამდე დაფარული იყო, ან სხვისთვის ახლაც დაფრულია. მორიელს უყვარს სიმართლის დადგენა და სამართლიანობა, რასაც ტრანსფორმაციითა და კრიზისების გადალახვით აღწევს.

🌙☀♏️ მერკური - ჩვენი კომუნიკაციის მმართველი პლანეტა ახლა მორიელში რეტროგრადულია, ამიტომ რაღაცების გადალაგება, ამოქექვა, წარსულის გახსენება ჩვეულებრივი ამბავია. თანაც, ადამიანები შეიძლება გახდნენ ცოტა გესლიანები. გაგიხსენონ რა თქვით 905-ში. შეიძლება გაიგოთ ან გაჟონოს საიდუმლო ინფორმაციამ, ზოგიერთმა შეიძლება სასურველის გასაგებად გამოიყენოს მაგია ან ჰიპნოზი.

🌙☀♏️ მორიელის ერთ-ერთი მმართველი პლანეტა მარსი (რომელიც ახლა ლომშია) ახალმთვარეობის მნათობებთან დაძაბულ ასპექტშია. შეიძლება იყოს აგრესიულობა, ემოციური აფეთქებები. მომატებულია ტრავმულობა და იყავით მაქსიმალურად ფრთხილი, დაკვირვებული. განსაკუთრებით, თუ შეხება გაქვთ მჭრელ და აალებად ნივთიერებებთან. შეიძლება კი გინდათ თავს ზემოთ ახტეთ, მაგრამ ახლა ამის არც დრო არაა და არც შესაძლებლობა, მოცდა ჯობია. არ გირჩევთ უსიამოვნებების აგრესიული ფორმით მოგვარებას. მარსს მნათობებთან კი აქვს დაძაბულობა, მაგრამ რეტროგრადულ ვენერასთან აქვს კარგი ასპექტი და იუპიტერთანაც. ამიტომ, მეტი დრო დაუთმეთ პირადი ურთიერთობების რეაბილიტაციას, იყავით ცოტა თეატრალური, ცოტა არტისტული, რომანტიკულიც. არც დიპლომატიურობა დაივიწყოთ.

🌙☀♏️ კარგი იქნება თუ გადახედავთ ფინანსურ საკითხებს, მაგრამ არაფერი სერიოზული არ მოიმოქმედოთ 15 ნოემბრამდე, გამოვიდეს მერკური რეტროგრადული სვლიდან. 13-15-ში არაფერი ახალი არ დაიწყოთ. იქნება შეფერხებები: გადაადგილებაშიც, საქმეებშიც, გაგებაშიც. 🌙☀♏️ მორიელის მეორე მმართველი პლანეტა პლუტონი მერწყულიდან აკონტროლებს სიტუაციას. ურანთან ჰარმონიულმა ასპექტმა შეიძლება მოგიტანოთ მოულოდნელი სიურპრიზები, ახალი ამბავი, იდეა, რომელსაც მერკურისა და ვენერას რეტროგრადული სვლიდან გამოსვლის შემდეგ განახორციელებთ. 🌙☀♏️ ახალმთვარეობაზე ვწერთ ხოლმე სამომავლო მიზნებს, ახალმთვარეობის შემდეგ ვიწყებთ ხოლმე ახალ საქმეებს, მაგრამ ახალ მერკური რეტროგრადულია, ახალი საქმეების დაწყება, მოლაპარაკება, შეთანხმების მიღწევა შეიძლება გართულდეს. გარდა ამისა, მარსი ახლა არის ლომში და რეტროგრადულობის დროს ისევ გაივლის ამ გრადუსებს, ანუ საქმე, რასაც ახალ დაიწყებთ, 2027 წლის გაზაფხულზე შეიძლება გადაიხედოს, შეიძლება ცვლილებები დაგჭირდეთ.

🌙☀♏️ სასიხარულო ისაა, რომ 16 ნოემბრის შემდეგ უნდა გამოვცოცხლდეთ, სამყაროც აზრზე მოვა. განწყობაც მოიმატებს და მიზნის მიღწევის სურვილიც. ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა მორიელში ყველაზე მეტად?

❤ რა თქმა უნდა, თავად მორიელებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 6-12 ნოემბრის შუალედში. ჩემო ძვირფასებო, ახლა თქვენ ხართ მთავარ როლში, მთელი ყურადღება თქვენსკენაა მომართული.

დაელოდეთ კარგ პერიოდს და გააქტიურდით თქვენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. აგრეთვე მათზე, ვისაც მორიელის 13-22 გრადუსებში გყავთ მნიშვნელოვანი წერტილები და პლანეტები. კუროებმა, ლომებმა და მერწყულებმა ეცადეთ, მეტი დაკვირვება, გააზრებულობა და სიფრთხილე გამოავლინოთ. არ გადაიღალოთ, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. შედარებით მსუბუქი პერიოდი ელოდებათ წყლის სტიქიის დანარჩენ წარმომადგენლებს კირჩხიბებსა და თევზებს. თუ პირად რუკაში ახალმთვარეობის ჰარმონიული ასპექტები გაქვთ, თამამად იმოქმედეთ.

❤ ბედნიერი ახალმთვარეობა გვქონდეთ ყველას!

❤ ახლა კი გაეცანით ახალმთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

♈️ ვერძი: თქვენს პარტნიორს გაუუმჯობესდება შემოსავალი და თქვენც ისარგებლებთ, შეიძლება დააბანდოთ ფული ახალ საქმეში, წამოიწყოთ რამე ახალი და ფინანსურად მოგებიანი (თუმცა, სანამ მერკური არ გაასწორებს სვლას, საბუთებს ნუ გააფორმებთ). შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა, ალიმენტი ან ერთჯერადი ფულადი დახმარება.

♉️ კურო: სიახლეები გელოდებათ პარტნიორულ ურთიერთობებში. შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, ახალი კლიენტები გამოგიჩნდნენ ან შემოგთავაზონ ახალი ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა, სანამ მერკური (14 ნოემბრამდე) რეტროგრადული სვლიდან არ გამოვა, საბუთებს ხელს ნუ მოაწერთ. მომავალში მათი გადახედვა, შეცდომების და გაურკვევლობების გამოსწორება რომ არ დაგჭირდეთ.

♊️ ტყუპი: სიახლეები გელოდებათ სამსახურის, ყოველდღიური ვალდებულებების სფეროში. სიახლეები იქნება კოლექტივში, განრიგში. ზოგიერთი დაიწყებთ მეტად ზრუნვას ჯანმრთელობაზე.

♋️ კირჩხიბი: სიახლეები გელოდებათ შვილიერების თემაში, შეიძლება თქვენს შვილებს ჰქონდეთ სიახლეები; შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოთ ახალი შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ფლირტი, რომანი. შეიძლება განაახლოთ არსებული რომანტიკული კავშირი. გახშირდება წვეულებებსა და დღესასწაულებზე დასწრების სურვილი.

♌️ ლომი: სიახლეები გელოდებათ უძრავი ქონების თემაში, ოჯახში. შეიძლება დაიწყოთ ბინის განახლება, შეიძინოთ (თუმცა, სასურველია, სანამ მერკური რეტროგრადული სვლიდან არ გამოვა, საბუთები საბოლოოდ არ გააფორმოთ). სიახლეები ექნებათ თქვენი ოჯახის წევრებსაც.

♍️ ქალწული: სიახლეები გელოდებათ სწავლის, ბიზნესის სფეროში. შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობარი. თქვენი მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული სვლიდან რომ გამოვა, შეგეძლებათ შეიძინოთ ახალი გაჯეტი, ავტომობილი. კარგი იქნება მართვის მოწმობის აღება. რეტროგრადულის დროს კი - გამოცდების გადაბარება, საბუთების გადაკეთება.

♎️ სასწორი: ფინანსების თემა იქნება გააქტიურებული. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი ან დამატებითი წყარო, დაიწყოთ მუშაობა, აიღოთ პირველი ხელფასი. ზოგიერთი დაიწყებთ ფულის მოგროვებას.

♏️ მორიელი: ეს არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე თქვენთვის. ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები ის საქმეები, პროექტები, რაც გსურთ, რომ განახორციელოთ. ზოგადად, შექმენით თქვენი ბედნიერი და წარმატებული მომავლის პროექტი.

♐️ მშვილდოსანი: ამ დღიდან უნდა შეამციროთ აქტიურობა. მეტი დრო დაუთმეთ წარსულის გაანალიზებას, გადახედეთ განვლილ წელს და ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ მოვლენები. ასევე, კარგი იქნება, დაიწყოთ მიტოვებული, გადადებული საქმეების დასრულება, რათა მზის თქვენს ნიშანში გადმოსვლას და ახალმთვარეობას მშვილდოსანში კუდებისგან თავისუფალი შეხვდეთ.

♑️ თხის რქა: სიახლეები გელოდებათ სამეგობროში, შეიძლება ახალი მეგობარიც გაიჩინოთ. ზოგიერთი მეტად გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში, შეიძლება დაიწყოთ ონლაინ საქმიანობა ან ჩაერთვებით სოციალურ საქმიანობაში.

♒️ მერწყული: სიახლეები იქნება თქვენი კარიერისა და სტატუსის თემაში. მოგეცემათ ახალი შესაძლებლობა, რომ მიიღოთ სასურველი, უბრალოდ, გაითვალისწინეთ წარსული შეცდომები.

♓️ თევზები: სიახლეები გელოდებათ უცხოეთის, იურისპრუდენციის თემებში. შეიძლება დაიწყოთ ან/და განაახლოთ რამის შესწავლა ან პედაგოგობა, მიუბრუნდეთ ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას. თუ ასაკი ხელს გიწყობთ, შეიძლება გაიგოთ, რომ შვილიშვილი გეყოლებათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მან 18 თვეში 57 კილოგრამი დაიკლო! რევოლუციური რჩევები მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურთ

⭕მუდმივი დაღლილობა და უმოტივაციო განწყობა წარსულს ჩაჰბარდება - დილის 8 ჩვევა, რომლებიც ენერგიის დაბრუნებაში დაგეხმარებათ

⭕„მოერიდეთ გავლენიან ადამიანებთან, ზემდგომებთან კონფლიქტს...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის

✕