Digest Logo

„მოერიდეთ გავლენიან ადამიანებთან, ზემდგომებთან კონფლიქტს...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის

1794149323
ტყუპები ტყუპები ტყუპები

ტყუპებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ნოემბერში სავსემთვარეობაა თქვენს ნიშანში, რომელიც 24 ნოემბერს, 18:53-ზე გველოდება. ამ დღისთვის განსაკუთრებით უნდა მოემზადოთ. შეგიძლიათ ჩამოწეროთ ის ყველაფერი, რისგანაც გსურთ გათავისუფლება (ვალები, ავადმყოფობა, ნერვების მომშლელი ურთიერთობა). გარდა ამისა, კიდევ გვაქვს მნიშვნელოვანი დღეები და ჩაინიშნეთ, რათა გაითვალისწინოთ და თქვენი ცხოვრება უკეთესი გახადოთ.

9 ნოემბერს, 11:01-ზე გველოდება ახალმთვარეობა მორიელში - სიახლეები გელოდებათ სამსახურის, ყოველდღიური ვალდებულებების სფეროში. სიახლეები იქნება კოლექტივში, განრიგში. ზოგიერთი დაიწყებთ მეტად ზრუნვას ჯანმრთელობაზე.

11 ნოემბერს იუპიტერისა და დაღმავალი კვანძის შეერთება გველოდება ლომში - შეიძლება დაიწყოთ ბიზნესი, იყიდოთ ავტომობილი, გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ გავლენიან ადამიანს. შეიძლება დაიწყოთ იმის სწავლა, რაც მომავალში პოპულარულს გაგხდით, ფულს მოგიტანთ.

16 ნოემბერს მარსისა და იუპიტერის შეერთება გველოდება ლომში - გააქტიურდებით, რომ მიაღწიოთ სასურველს. შეიძლება დაიწყოთ ვარჯიში, გაიჩინოთ ახალი მეგობრები, შეიძინოთ ავტომობილი, დაიწყოთ პირადი საქმიანობა.

18 ნოემბერს მზე კონფლიქტშია იუპიტერთან - ფრთხილად იყავით მივლინებისას, სამსახურის საბუთებზე მუშაობისას, განსაკუთრებით, თუ ფინანსებთან გაქვთ შეხება. მოერიდეთ გავლენიან ადამიანებთან, ზემდგომებთან კონფლიქტს.

19 ნოემბერს მზე კონფლიქტშია მარსთან - ისევ საფრთხილო დღეა, გაფრთხილდით მგზავრობისას, საჭესთან, განსაკუთრებით, თუ სისწრაფე გიყვართ. იყავით დაკვირვებული დეტალებზე მუშაობისას, გაუფრთხილდით ხელებს, თითებს, რომ არ დაგეწვათ, გაგეჭრათ.

22 ნოემბერს, 11:24-ზე მზე გადავა მშვილდოსნის ზოდიაქოში - ამ დღიდან მეტად მიმართავთ თქვენს ყურადღებას პარტნიორულ ურთიერთობაზე, თავისუფლები მეტად მოინდომებთ დაწყვილებას.

24 ნოემბერს, 18:53-ზე სავსემთვარეობა გველოდება თქვენს ნიშანში - წლის შემაჯამებელი დღეა. უნდა დაფიქრდეთ რა გიშლით ხელს წინსვლაში, განვითარებაში, ვინ ამოწურა საკუთარი თავი თქვენ გვერდით და დაემშვიდობოთ ყველაფერ უსაფუძვლოს, დრო მოჭმულს. შეიძლება მოიცილოთ ის ნივთები, რაც ცუდ მოგონებებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მაქსიმალურად ფრთხილად იყავით პარტნიორებთან (სასიყვარულოსთანაც, საქმიანთანაც), მეგობრებთან, კლიენტებთან. ნუ გაფსიხდებით და ემოციებს აყოლილი ნუ გაიფუჭებთ მათთან დამოკიდებულებას.

26 ნოემბერს მარსი გადავა ქალწულის ზოდიაქოში - უნდა დაიწყოთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, შეიძლება აიშენოთ სახლი, ან გაარემონტოთ. ამასთან, მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კამათს.

26 ნოემბერს სატურნისა და ლილიტის დაძაბული ასპექტი გველოდება - ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები მაქსიმალური სიფრთხილით და დაკვირვებით მოაგვარეთ. გაფრთხილდით, რომ მეგობრებმა საეჭვო ფინანსურ აფერისტობაში არ გაგხვიონ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ფინანსურ ვალდებულებას.

28 ნოემბერს იუპიტერისა და ვენერას ჰარმონიული ასპექტი გველოდება - ბედნიერი, რომანტიკული შეხვედრა გელოდებათ. შეიძლება გადაწყვიტოთ დაქორწინება, მიიღოთ დიდი თანხა. პოპულარობა და ფული მოგიტანოთ შემოქმედებითმა პროექტმა. გაგახარონ შვილებმა ან გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ.

29 ნოემბერს ურანი-პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - ან მოულოდნელად უცხოეთში უნდა გაემგზავროთ, ან რაღაც ტრანსფორმაციული უნდა მოახდინოთ. შეიძლება მიიღოთ უცხოეთში მუშაობის უფლება; დაიწყოთ რაღაც გრანდიოზული იდეის განხორციელება. გამოიყენოთ თქვენს პროფესიაში ტექნოლოგიური ინოვაციები, რაც რადიკალურად შეცვლის თქვენს საქმიანობას. ან რადიკალურად შეიცვალოთ საკუთარი გარეგნობა, ცხოვრების სტილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„განსაკუთრებით კაცებს ეხებათ, რადგან მათ უფრო უჭირთ გადატანა, ვიდრე ქალებს...“ - ხათუნა ნოელი 9 ნოემბრის ახალმთვარეობაზე

⭕„მიანიშნებს ფარულ სამხედრო მანევრებზე, სპეცსამსახურების ოპერაციებზე ან მსხვილ ფინანსურ-ეკონომიკურ გარიგებებზე“ - რამაზ გიგაური 9 ნოემბრის ახალმთვარეობაზე

🎥 ვინ მოკლა ილია? ვერსიები, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობას უკავშირდება

✕