Digest Logo

„არ მესმის, რატომ ვლოცულობთ წმინდანებს, როდესაც ათ მცნებაში გვიწერია - „არა ჰქმენე თავისა შენისა კერპი, არა თაყუანი სცე მათ, არცა მსახურებდე მათ“ - ხათუნა ნოელი

1763910478
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც გიორგობაზე საუბრობს:

„წმინდა გიორგის ხატება ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ მოვიდა ჩვენი საკუთარი თეთრი გიორგის ადგილას, გააძევა ნაღდი ქართული ღვთის შვილი და მისი ადგილი დაიკავა.

ისევე როგორც ბევრმა სხვა წმინდანმა ჩაანაცვლა ჩვენი ეროვნული საფიცრები, ხატები, ანგელოზები და ღვთისიაშვილები.

არადა, არავისზე ნაკლებად ძლიერები არ იყვნენ ისინი.

და საერთოდაც არ მესმის, რატომ ვლოცულობთ წმინდანებს, როდესაც ათ მცნებაში გვიწერია - "არა ჰქმენე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე და რაოდენი არს წყალთა შინა, ქვეშე ქვეყანისა, არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ“.

ჰოდა, რა ვიცი... გიორგობას კი მაინც გილოცავ, ოღონდ ქართულს“, - წერს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უმაღლესი ზოდიაქოს ნიშანია, ის არის ცნობიერების, სიბრძნის და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის სიმბოლო“ - ასტროლოგი გველის მჭერის მისტიკურ სიმბოლიკაზე

„ნიჭიერი, სიმპათიური და უმაგრესი ადამიანი“ - ანრი ჯოხაძის ახალ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„ჩემს ერთადერთს, უსაყვარლესს, უნიჭიერეს და უკარგეს ძმას, ბორიკოს გაუმარჯოს“ - როგორ მიულოცა სოფო ბედიამ ძმას დაბადების დღე