„დღევანდელი დღე აქტიური და ენერგიულია. დღეს მარტივად შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები და გამოიყენოთ ეს დღე“, - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგმა ნინა სუსლოვა საუბრობს.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
♈ ვერძი
შეძლებთ მოაგვაროთ და გადაჭრათ ფინანსური საკითხები, შეიძინოთ ახალი ნივთები და მიიღოთ საჩუქრები. კარგი იქნება დაისვენოთ და აივსოთ ენერგიით.
♉ კურო
საკმაოდ საინტერესო დღის დასაწყისი გელოდებათ, შესაძლოა მოხდეს ბევრი საინტერესო მოვლენა. დღეს გექნებათ შესაძლებლობა დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები.
♊ ტყუპები
შესაძლოა დღე რთულად დაიწყოს, იყოს მცირე კონფლიქტები და გაუგებრობა. დღე განსაკუთრებით რთული იქნება თუ დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ დაგეგმილი, რაც შეეხება დღის მეორე ნახევარს სიტუაცია შეიცვლება და უფრო სასიამოვნო გახდება.
♋ კირჩხიბი
თქვენთვის ეს დღე წარმატებული იქნება, განსაკუთრებით მათთვის ვინც ახალი საქმის დაწყებას გეგმავს, ეცადეთ რომ მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ.
♌ ლომი
ეს დღე შეგიძლიათ ნაყოფიერად გამოიყენოთ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. ეცადეთ დღეს არ განიხილოთ პირადი საკითხები.
♍ ქალწული
იყავით სპონტანურები და მიხვდებით, რომ ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ შემოტრიალდება.
♎ სასწორი
გული არ დაიწყვიტოდ თუ ეს დღე ისე არ დაიწყება, როგორც თქვენ გსურდათ, ყველაფერი ძალიან მალე უკეთესობიკსენ შეიცველება და პოზტიური გახდება. შეიძლება მიიღოთ საჩუქრები და არ მიაქციოთ წვრილმან მომენტებს ყურადღება.
♏ მორიელი
ნაყოფიერი დღე გელოდებათ, ბევრი საქმე გექნებათ გასაკეთებელი. კარგი იქნება თუ კონცეტრირდებით იმაზე, რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი. ეცადეთ არ მიაქციოთ ყურადღება, კრიტიკას და სხვების მითითებებს, აკეთეთ ის რაც უნდა აკეთოთ. არ არის დღეს კარგი მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება.
♐ მშვილდოსანი
არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით კი დღის პირველ ნახევარში, რადგან მაღალია შეცდომის დაშვების ალბათობა. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც მომავალში გამოგადგებათ.
♑ თხის რქა
ეს დღე დადებითია თქვენთვის, შეძლებთ მოაგვაროთ იმაზე მეტი საქმე ვიდრე გეგონათ. დღეს გაძლიერდება თქვენი ინტუიცია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ და იმოქმედოთ ისე, როგორც გული გკარნახობთ.
♒ მერწყული
ეცადეთ არ მიაქციოთ ყურადღება წვრილმან დეტალებს, კარგი იქნება არ გაატაროთ დღევანდელი დღე ისეთ ადამიანებთან, რომლებთან ერთად ყოფნაც არ გსიამოვნებთ.
♓ თევზები
იქნებით პროდიქტიულები, უმჯობესია დღის პირველი ნახევარი გამოიყენოთ საქმეებისთვის, ხოლო მეორე ნახევარი დაუთმოთ განტვირთვას. არ არის სასურველი იმ ადამიანებთან გაატაროთ ეს პერიოდი, რომლებიც გაკრიტიკებთ და უარყოფით რაღაცეებს გეუბნებიან.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ თბილისის ქუჩები, რომლებსაც 17 ივნისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება