Digest Logo

„არ მოვიწყენთ, ახლა დიდი ტრანსფორმაციული ძვრებია დედამიწაზე დამდგარი...“ - გიორგი ლობჯანიძე თებერვლის მნიშვნელოვან ასტრომოვლენებზე

1769947549
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც თებერვლის მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებზე წერს:

„ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - მთელი თებერვალი მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური და დატვირთული მოვლენებით იქნება დახუნძლული.

დიდი ხანია კოსმოსურ ამბებზე არაფერი მითქვამს და ამ სტატიაში აღნიშნულზე ვისაუბრებ:

2 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის დროით 02:09 საათზე იქნება სავსემთვარეობის პიკი, ლომის ზოდიაქოს 13°03′ გრადუსზე.

სხვადასხვა ფოლკლორულ წყაროებში თებერვლის სავსემთვარეობა მოხსენიებულია, როგორც ვერცხლის, თოვლის ან მგლის მთვარედ, (Snow moon or Wolf moon), ეს არის პერიოდი, როდესაც მზე-მთვარის დაბნელებების წინა პერიოდში შედის დედამიწა, ამიტომ სარისკო მოქმედებები არ ღირს, ახლა მეტი რუტინული და ყოველდღიური ცხოვრებისეული საკითხებით დაკავების დროა.

ღამის მანათობელს პიკზე ექნება მკაფიო ოპოზიციები მერკურის, ვენერის და მარსის გაერთიანებულ პლანეტურ ენერგიებზე, ამიტომ ფრთხილად იყავით ნებისმიერი სახის ახალი წამოწყებებისა და რეორგანიზაციის ამბებში.
არ ვარგა ხანგრძლივი და დიდი პროექტების მცდელობა. ამ დროს დადებული შეთანხმებები ვერ მუშაობს ან იქნება ხანმოკლე და კონფლიქტური.

დედამიწა ნელ-ნელა შედის ქარიშხლიან პერიოდში, კოსმოსში ამინდი უარესდება, შესაბამისად, ყველა თქვენგანისთვის, აუცილებელია სიმშვიდის, წონასწორობის დაცვის და დიპლომატიის გამოვლენა.
ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო ასპექტი თებერვალში იქნება სოციალური და უმაღლესი პლანეტების, სატურნისა და ნეპტუნის შეერთება ერთმანეთთან.

ეს შეერთება მოხდება მეომარ ვერძის ნიშანში, მანამდე კი თებერვლის შუა რიცხვებში სატურნი, როგორც კოსმოსური სიბრძნისა და გამოცდილების სიმბოლო საბოლოოდ დატოვებს თევზების ნიშანს და გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში, ხოლო მალევე თებერვლის ბოლო დეკადაში ორივე მიუერთდება ერთმანეთს 0 გრადუსზე და ეს მოვლენები უკვალოდ არ ჩაივლის.

სატურნ-ნეპტუნის შეერთება მრავალგზის მითქვამს, ბოლო 1 წლის მანძილზე და ახლაც ვიტყვი, რომ წარმოშობს მეტ საომარ დაპირისპირებას, რელიგიურ-სულიერ ომს, როგორც ამას ცნობილი ექსტრასენსი ,,ედგარ კეისი“ იტყოდა, ახლო აღმოსავლეთის დაპირისპირებაზე, რომ ესაა ომი და მწვავე კონფლიქტი თავში რწმენის, ხოლო დაბლა სოციოეკონომიკური ხაზით.

ნამდვილად არაა გამორიცხული, რომ ვიხილოთ თებერვალ-მარტში მრავალი საომარი კონფლიქტი, ცალკეულ ორგანიზაციებში ძირეული რეფორმები და ახალი კადრების დაბადება.
ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნების ლიდერებზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და რამდენად მოგვარდებიან.

დიპლომატიის პირობებში მშვიდად ჩაივლის ძალთა გადანაწილების პროცესი, თუმცა ბრძოლის ვარიანტში დანაკარგებისა და დიდი ცეცხლის ალბათობა მაღალია.

თებერვლის 17 რიცხვში გველოდება მზის დაბნელება, 3 მარტს კი მთვარის დაბნელება. 18 თებერვალს დღის მანათობელი შევა თევზების ზოდიაქოში.

6 თებერვალს მერკური გადაბრძანდება, ასევე თევზების ნიშანში და აპრილის შუამდე იმოძრავებს.
10 თებერვალს სიუხვისა და გრძნობების მმართველი ვენერაც თევზების ნიშანში ამოყოფს თავს.
ყველა მოვლენაზე ვეცდები დეტალურად ვისაუბრო, როგორც ცალკე გეოსტრატეგიული, ასევე პლანეტარული ხაზით შემდგომ დღეებში.

მოკლედ რომ გითხრათ: არ მოვიწყენთ, ახლა დიდი ტრანსფორმაციული ძვრებია დედამიწაზე დამდგარი და სწორედ მიმდინარე პერიოდში წყდება თუ საით წავა საბოლოოდ მმართველობის გზები!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ასე უხმაუროდ, თავმდაბლად ბრწყინავს და კაშკაშებს ნამდვილი ვარსკვლავი“ - ნინო სურგულაძის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს თქვენს ტანჯვას“ - ნინი ქარსელაძე შეყვარებულია?

🎥 „ნახეთ, ხალხო, რა ლამაზია...“ - თიკა ფაცაციას ახალი კადრები სოცქსელიდან