მზე თევზებში გადადის: როგორ აისახება მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.
ცაგარელმა აღნიშნა, რომ მომდევნო ერთი თვე უნდა გამოვიყენოთ ძველი საქმეების დასამთავრებლად და „დაბნელების დერეფანი“ გავიაროთ მშვიდად:
„საინტერესო ხუთდღიანი მონაკვეთი გვაქვს. თებერვალი ერთ-ერთი რთული თვეა. გავდივართ დაბნელების დერეფანს. 4-ში გვექნება მთვარის დაბნელება. ძალიან მნიშვნელოვანი კოსმოსური გამოცდაა. დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გავივლით. იყავით ყურადღებით, გაიარეთ მშვიდად და გაიცანით საინტერესო ადამიანები. არანაირი კონფლიქტი და პროვოკაცია.
მზე გადასულია თევზების ზოდიაქოში, სადაც შეხვდება პლანეტა ვენერას. თევზები მისტიკური ნიშანია. უნდა დაემშვიდობოთ რუტინულ ცხოვრებას. გაქვთ შეჯამების პერიოდი, როგორ გაიარეთ წელი, სწორად თუ არასწორად. თუ გაქვთ რაიმე დასამთავრებელი ან გამოსასწორებელი ეცადეთ, ბოლომდე მიიყვანოთ. ეხება ყველაფერს, როგორც სულიერ ისე მორალურ მხარეს.
თევზებს მართავს პლანეტა მერკური. ნეპტუნი თავის მხრივ მართავს, ფსიქიატრიულ და ნარკოტიკულ პრობლემებს. თუმცა არის უმაღლესი რწმენა და უფალთან სიახლოვე. საქველმოქმედო ნიშანია, მგრძნობიარე, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს ადამიანი. არ შეგეშინდეთ თუ წავა ღრმა ინტუიციური ხედვა, თუნდაც სიზმრების სახით“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.
რა გავლენა ექნება მიმდინარე პროცესებს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?:
♈ ვერძი
თქვენ გაქვთ დაბადების წინა პერიოდი. ეს პერიოდი დაიწყება 25 რიცხვის შემდეგ. იქამდე შეგიძლიათ იაქტიუროთ. შემდგომ ენერგოტონუსი იკლებს, ამიტომ შესაძლოა - ადვილად გაცივდეთ და გადაიღალოთ. 15 მარტამდე სიახლეებისთვის თავი შეიკავეთ. მოიმატებს ფარული მტრები.
♉ კურო
რეფორმების დრო გაქვთ, რაც არ გიყვართ. შემოიტანეთ სიახლე, რომელიც თქვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მეგობრული კონტაქტებისთვის საუკეთესო დროა. ახალი იდეები და პროექტები წარმატებული იქნება.
♊ ტყუპები
უახლოესი ერთი თვის განმავლობაში პროფესიული წინსვლისთვის კარგი დროა. რაც შეიძლება მეტად იაქტიურეთ. შესაძლოა, მიიღოთ ახალი შეთავაზებები. სამყარო თქვენგან ორგანიზებულობას და დისციპლინას ითხოვს.
♋ კირჩხიბი
მოგზაურობის დროა. უცხოეთთან კონტაქტი იქნება დაუვიწყარი. არნახული შთაბეჭდილებებით ჩამოხვალთ. შესაძლოა იპოვოთ პარტნიორი, გაჩნდეს რომანი და ა.შ. იყავით ოპტიმისტები. იგრძნობთ, რომ ენერგია გემატებათ. გაქვთ კარგი შესაძლებლობები.
♌ ლომი
ენას კბილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით - რას აპირებთ? ვინ გაიცანით? უნდა იყოთ ჩუმად. ან იწყებთ საქმეს და მერე ამბობთ. მოგეთხოვებათ ინტუიციაზე დაყრდნობა. მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პერიოდია.
♍ ქალწული
ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდია. ასევე კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭისთვის. აუცილებელია, პრობლემები დიპლომატიურად მოაგვაროთ. საუკეთესო დროა პარტნიორული ურთიერთობებისთვის. მათ შორის სასიყვარულო.
♎ სასწორი
გაითვალისწინეთ, რომ საინტერესო პერიოდი გაქვთ. ყველაფერი უკავშირდება დალაგებას. აზრების ჩამოყალიბებას. გაქვთ საშუალება აზრები დაალაგოთ - ურთიერთობები ლაგდება, ასევე ჯანმრთელობის მოწესრიგების საშუალება გაქვთ. კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ ახლობლებთან.
♏ მორიელი
გრძნობთ, რომ სიყვარულის დრო მოვიდა. მომდევნო ერთი თვე იქნება სიყვარულის. შესაძლოა, შეხვდე საინტერესო პიროვნებას. გაქვს საშუალება სიყვარულით გაიარო ეს თვე. გემატება იმუნიტეტი. ფინანსური კუთხითაც უმჯობესდება სიტუაცია.
♐ მშვილდოსანი
ენერგოტონუსი იწყებს შემცირებას. ხართ ოპტიმისტები, რაც თქვენი დიდი პლუსია. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. საინტერესო პერიოდია, მოერიდეთ ლაპარაკს და საიდუმლოს შენახვას. დრო დაუთმეთ ოჯახს. იყავით სტაბილურები. ენერგიას იღებს საგვარეულო ხაზიდან. დაეყრდენით ინტუიციას.
♑ თხის რქა
გაითვალისწინეთ, რომ გაქვთ კომუნიკაციის დრო. მეტი შეხვედრები და მოგზაურობა. კარგი პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობისთვის.
♒ მერწყული
ფულის დროა. გაიზრდება მატერიალური დივიდენდები. თუ გაქვთ ინვესტიციის სურვილი, მომდევნო ხუთი დღე წარმატებული იქნება. კოსმოსი ერთგულებას ითხოვს.
♓ თევზები
მთავარი ფავორიტი ნიშნები ხართ. მოიმატებს შარმი და მიზიდულობა. კრეატიული გახდებით, იუმორით სავსე. თქვენი დროა, არნახული შანსები გაქვთ. მგზავრობა, მოგზაურობა, პროექტები, შეხვედრები, წარმატებული იქნება და ყველაფერი გამოგივათ. ინტუიცია და იმუნიტეტი ძლიერია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შიმშილი ვეღარ მოგკლავს, აღარც ძალას ემათხოვრები...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
⭕„არ ვიწყებთ ახალ, მნიშვნელოვან საქმეებს, რადგან...“ - 20 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი