
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პერიოდულად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც რეინკარნაციის ციკლზე საუბრობს:
„ჯაჭვის გაწყვეტა - რეინკარნაციის ციკლიდან გასვლა:
ხშირად მომისმენია საუბარი იმაზე, თუ რამდენი რეინკარნაცია შეიძლება ჰქონდეს სულს. ასახელებენ სულ სხვადასხვა რიცხვებს.
რომელია მათგან სწორი?- არცერთი. თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ.
რეინკარნაციების ციკლი გრძელდება მხოლოდ იმის გამო, რომ მატრიცაში მოვლინებული ჩვენი სულის პროექცია ფიზიკური სხეულის დატოვების მერეც ბოლომდე ვერ თავისუფლდება მატერიალური მისწრაფებებისაგან, თუკი ის თვლის, რომ მან ვერ მიაღწია ამ განსხეულებაში თავის საწადელს - ვერ გახდა ისეთი მდიდარი ან ცნობილი , როგორიც მას სურდა, ვერ მოიხვეჭა საკმარისი ძალაუფლება, ვერ მიაღწია საყოველთაო პოპულარობას და ასე შემდეგ... შესაძლოა იყოს უფრო ნეგატიური მოთხოვნილბებიც, როდესაც ადამიანს სურვილი ჰქონდა სამაგიერო გადაეხადა მიწიერი მტრებისთვის, გაეცამტვერებინა ვიღაცის კეთილდღეობა და დიდება... მიზეზებს ანუ მიწიერ ვნებებს ბოლომდე რა ჩამოთვლის?..
ასეთ შემთხვევებში პროექციის სურვილია, კვლავ განსხეულდეს, რათა ახალ ინკარნაციაში მაინც მოიპოვოს ის, რასაც ვერ მოაღწია წინაში. გარდაცვალების მერე ზოგი აღარც ადის თავის ზე სულთან, არამედ გარკვეული ხანი ჩერდება შუალედურ, მე-4 განზომილებაში და მალევე ბრუნდება უკან მე-3 განზომილებიან მატრიცაში.
არადა, ეს რეალობა, რომელიც რეალურად, რეალობასაც კი არ წარმოადგენს, „ამაოების ბაზარია. უაზრო ფუსფუსი, ვაჭრობა ყოველდღიურ ცხოვრებასთან, თუმცა ვიდრე ამის გაცნობიერებას შეძლებს, სულს მოუწევს არაერთი პროექციის გამოგზავნა მატრიცაში. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ჩვენ ხვდებით ადამიანური სისუსტეების უაზრობას, ვხვდებით იმას, რომ ეს მატერიალური სამყარო ძირითადად სირთულეებით, პრობლემებით, ავადმყოფობებით და ტანჯვით აღგვავსებს, მოდის იმის გაგებაც, რომ ჭეშმარიტად ბედნიერი სული მხოლოდ უფლის წიაღში თუ შეიძლება იყოს.
აქედან მოდის მერე უკვე ასკეტიზმი, რომელიც ვითომდა მატერიალური სიკეთეების თქმაზე უარია და არა თვითგვემა. ეს არის საშუალება, გარინდებაში მყოფი ჩაუღრმავდე შენს სულს და ჰარმონიის ნაწილი მოიპოვო.
გაიხსენეთ, რას ასწავლის ქრისტიანული მცნებები:
არ გითქმოდეს გული სხვის ქონებაზე, არ იქურდო, არ იმრუშო, არა კაც კლა და ასე შემდეგ...
ანუ ფაქტობრივად ეს ის მატერიალური ზრახვებია, რომელზედაც ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, არა სიტყვით, არამედ გულით და აზრებით.
ეს არც ისე იოლია. და აი, რატომ. როცა ჩვენ მრისხანებაში ან სასოწარკვეთილებაში ვართ, ვინმე გვძულს, ან სხვა სახის ტკივილებს განვიცდით, ჩვენი ფიზიკური სხეული ნეგატიურ ვიბრაციებს გამოსცემს, რომლითაც ჩვენს გარშემო უხილავად არსებული შავი ძალები იკვებებიან.
ცხადია, მათ არ სურთ ჩვენი სახით დაკარგონ ის საკვები, რომელიც მათი არსებობის წყაროა, ამიტომ გვიგზავნიან სხვადასხვა სახის საცდურებს. სამწუხაროდ, ჩვენც ვეგებით ამ ანკესზე და მივილტვით მატერიალურისაკენ, სულიერს კი ვივიწყებთ.
არადა, მხოლოდ მხოლოდ ასე - სულიერების გზით თუ შეიძლება, გაწყვიტო ხორციელად მოვლინების მოჯადოებული წრე და მისცე საშუალება შენს სულს, დაბრუნდეს უფლის წიაღში, სადაც ის ჭეშმარიტად ბედნიერია. სადაც მას შეუძლია განვითარების უფრო მაღალ, სუფთა საფეხურზე გადავიდეს“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უნიჭიერესი მომღერალი, საამაყო“ - ანრი ჯოხაძე გამომწერებს ახალ ფოტოს უზიარებს
🎥 მომღერალ ლიზი დარასელიას საკუთარ დაბადების დღეზე რჩეულმა ხელი სთხოვა