Digest Logo

🎥 „არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - გიორგი ლობჯანიძე 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე

1772356739
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე წერს:

„3 მარტს, თბილისის დროით 15:33 საათზე ასტრონომიული მოვლენის წინაშე ვიდგებით და გვექნება მთვარის დაბნელება!

ესაა მომენტი, როდესაც მთვარე დედამიწის ჩრდილში ექცევა და ფერებს იცვლის ატმოსფერული შუქის გამო.
ამჯერად, (,,Blood Moon”) სისხლისფერი მთვარის დაბნელებაა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში.

დაბნელების დრო დაიწყება საქართველოს დროით 12:44 საათზე, მაქსიმუმი აღნიშნულისა გველოდება 15:33 საათზე და დასრულდება 18:23 საათზე.

მთლიანი პროცესი საუკეთესოდ გამოჩნდება ისეთ ქვეყნებში, თუ იმყოფებით: ავსტრალიის, ამერიკის, აღმოსავლეთ აზიის ნაწილში.

შესაძლოა ღამის მანათობელს ჰქონდეს ნაწილობრივ ღრმად წითელი, სისხლისფერი ან ზოგ მომენტში ნარინჯისფერი ტონალობაც.

ქალწული ეს არის ქრონოლოგიურად რიგით მე-6 ნიშანი, განეკუთვნება მუტაბელურ ფენას, სტიქია - მიწა. გახლავთ შესანიშნავი მოაზროვნე, ანალიტიკური პროცესები სწორედ მის ხელთაა. პრაქტიკული, პრაგმატული, შედეგებზე ორიენტირებული, დეტალებზე კონცენტრირებული, სტერილური ნიშანია, ამიტომ ვერ იტანს ქაოსს და დაულაგებლობას.

მომდევნო პერიოდები და განსაკუთრებით ზაფხულის დაბნელებებამდე დრო ძალიან კარგი იქნება თუ მიაქცევთ ყურადღებას, როგორც სულიერ, ისე მატერიალურ სამყაროებს შორის ბალანსის პოვნას.

დაბნელება ხდება თევზები-ქალწულის ღერძზე, შესაბამისად მეტი ფოკუსირებაა საჭირო სწორედ ამ უკანასკნელზე.
ახლა დაისმება კითხვა: თუ როგორ და როდის შეიძლება არსებული ქაოსის დალაგება? რა გიშლით ხელს წარმატების მიღეწვაში?

არაა გამორიცხული რომ ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს და უეცრად გამოჯანმრთელდეს სწორი დანიშნულების პირობებში.

პიკის დროს მთვარეს არაჩვეულებრივი ასპექტი აქვთ გამარჯვების პლანეტა იუპიტერზე, მაშასადამე, დრო მეტად ნაყოფიერია სამედიცინო და ყოველდღიური საქმიანობის შესასრულებელი ამოცანებისთვის.

მკურნალობისა და ეკონომიკურ-მათემატიკური პროცესების წარმართვისთვის, ეცადეთ მეტად მოუსმინოთ შინაგან ხმას და განმარტოვდეთ!

ახლა, რაც შეეხება ჯამურ პერიოდს:

გარდა მთვარის დაბნელებისა, ჯერ კიდევ რჩება დიდი და რთული ასპექტაციები ცის კაბადონზე!

როგორც ამას ვწერდი გასულ წელს და ვამბობ ახლაც, სანამ უმაღლესი და სოციალური პლანეტების მძიმე კონიუქციაა ნეპტუნისა და სატურნის სახით მეომარ ვერძში იქამდე იქნებოდა სერიოზული ომები, ასეც მიდის საქმე.

თებერვალთან ერთად, მარტი და აპრილი რჩება კრიტიკულ ზონებად ამ კუთხით, თუმცა ვითარება შესაძლოა ნებისმიერ წუთს შეიცვალოს.

გვაქვს მარსისა და ურანის მძიმე კვადრატიც, რაც თავისას აკეთებს.

ეცადეთ, რომ უახლოეს დღეებში არ შეხვიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებში, მოერიდეთ ხანგრძლივ მოგზაურობებს და მიმოსვლებს.

2-3 და 4 რიცხვებში კარგია წმენდები, როგორც სანთლით და ზიარებით, ისე მაგალითად „მარილით“, სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებით და ა.შ.

რაც კი რამე გაქვთ უმნიშვნელო, დრომოჭმული, დაემშვიდობეთ და დაასრულეთ ძველი ერთ დროს მივიწყებული საქმეები!

მშვიდობიან დღეებს გისურვებთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მელ გიბსონი „ქრისტეს ვნებანი“-ს პრიქველს გადაიღებს

⭕„გაუშვით ის, რაც აღარ გეკუთვნით…და ადგილი დაუთმეთ ახალს“ - მთვარის სრული დაბნელება:რეკომენდაციები

🎥 „ჩვენი საამაყო...“ - თამო ვაშალომიძის ახალი კადრები მილანის მოდის კვირეულიდან