
„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია და ეს კვირა ყველს შეგვიძლია გამოვიყენოთ. თუმცა ახალმთვარეობაა და დღეს და ხვალ ვიყოთ ყურადღებით. არაფერი მნიშვნელოვანი და სარისკო არ დავიწყოთ.
ახალმთვარეობა ხდება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, მატულობს ემოციურობა და გაღიზიანება“, - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელმა საზოგადოებას გადაცემაში „იმედის დილა“ ამცნო.
ამასთან, ასტროლოგის ცნობით, მიმდინარე კვირას 3 გეომაგნიტური დღეა: ორშაბათი, სამშაბათი და პარასკევი.
ცაგარელი ურჩევს ადამიანებს, რომ შაბათ-კვირას უმჯობესია მოერიდონ გადაღლას.
რაც შეეხება ასტროლოგის პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ასეთია:
ვერძი
გემატებათ ენერგია, ხდებით უფრო ენერგიულები. მრავალფეროვანი შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებისთვის. კარგი პერიოდია. მივლინებისთვის, მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია. ფინანსური შესაძლებლობებიც მატულობს.
კურო
ენერგოტონუსი ისეთია, რომ აქტიურობს. თუმცა იყავით ფრთხილად, არ იჩქაროთ. კარგი პერიოდია ფინანსური კუთხით.
ტყუპები
ახლა თქვენი დროა, მიუხედავად იმისა რომ სიფრთხილე გმართებთ დღეს და ხვალ ეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ და არ გათქვათ არაფერი. 25 ივნისამდე გაგრძელდება თქვენი ვარსკვლავური პერიოდი.
კირჩხიბი
ცუდი პერიოდი არ არის, ინარჩუნებთ სტაბილურობას. საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია, შეიძლება მიიღოთ ფინანსური შემოსავალი. ეს არის პერიოდი, როცა შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმე, თუმცა დააჭირეთ ენას კბილი.
ლომი
ენერგოტონუსი მატულობს, შარმი და მიზიდულობა გაქვთ. სიახლეების დროა, შეიტანეთ თქვენ ცხოვრებაში მეტი სიახლე და ინტერნეტთან გქონდეთ ხშირი ურთიერთობა, აქედან მიიღებთ კარგ ინფორმაციას.
ქალწული
მნიშვნელოვანია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა, ამაზეა დამოკიდებული თქვენი პროფესიონალური წინსვლა.
სასწორი
ენერგოტონუსი მატულობს გრძნობთ, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მგზავრობა მოგზაურობისთვის. კარგი პერიოდია უცხოელებთან კონტაქტისთვის.
მორიელი
ჯერ კიდევ კვირა კარგია, იმისთვის რომ თქვენი მებრძოლი თვისებები გამოავლინოთ. ინტუიცია მზარდია, ენდეთ შეიძლება ფინანსური შემოსავალიც მიიღოთ.
მშვილდოსანი
ახალი საყიდლების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, მათ შორის ახალი ავტომანქანის. ეს პერიოდი კარგია, მაღალია ენერგოტონუსიც.
თხის რქა
შრომისუნარიობა და შეუპოვრობა გაძლევთ საშუალებას წახვიდეთ წინ. ეცადეთ არ იყოთ ჯიუტები და დათმოთ რაღაცები.
მერწყული
ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, როგორც მოგზაურობისთვის ასევე ფინანსური კუთხით. შვილებთან ურთიერთობაც უმჯობესდება, სიყვარულის დროა!
თევზები
ინტუცია მდგრადია, საოჯახო სანათესავო ურთიერთობის სტაბილურობაზე ბევრი იქნება დამოკიდებული, მათ დიდი როლი ექნებათ თქვენ წარმატებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: