
როგორ ინარჩუნებს მიხეილ ცაგარელი პოპულარობას ათწლეულების განმავლობაში? წარმატება, კარმა და აქტუალობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში - ამ საკითხებზე „იუთუბის“ პოდკასტში Anisteishka On Air - ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
ასტროლოგმა ის მძიმე შემთხვევა გაიხსენა, რაც, როგორც თავად ამბობს, გამოუცდელობით შეემთხვა.
„პირველი სერიოზული გამოცდილება მქონდა 17 წლის გოგოსთან, რომელიც თევზების ზოდიაქოს ნიშანი იყო - მე ვერ გავითვალისწინე, ვისთან მაქვს საქმე და ასტროლოგიური პროგნოზისას გადავწყვიტე სიმართლის თქმა, ეს სიმართლე რა იყო ახლა, ამ გოგოს ჰყავდა „შავი მთვარე“ მორიელში, რომელიც რას ნიშნავს?! „შავი მთვარე“ მორიელში ეს არის, შარდ-სასქესო რეპროდუქციული სისტემა და როცა იქ ხვდება „შავი მთვარე“, მაგ ადამიანს ეკრძალება აბორტის გაკეთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ცუდი შედეგები, მათ შორის უშვილობა. ეს ვუთხარი, ამ დროს მან დაიწყო ისტერიკა, კინაღამ მოკვდა ჩემს თვალს წინ. გაგიჟდა, ლამის კედელს ურტყა თავი. რა მოხდა არ მეუბნება, კატასტროფაა. სიმართლე ვუთხარი არადა, თურმე ამ გოგოს უკვე გაკეთებული აქვს აბორტი. სასოწარკვეთაში ჩავარდა. გამოდის სიმართლით ადამიანი კინაღამ მოვკალი, ეს მოიტანა გამოუცდელობამ. არსებობს ასტროლოგიური ეთიკა, რომელიც ჩვენთან 10-დან 9 ასტროლოგმა არ იციან. ხომ ამბობენ თანაგრძნობა კარგია, კი ბატონო, მაგრამ ზედმეტი თანაგრძნობა დასჯადია, ასევე სიყვარულშიც. ასევე, მინდა ვთქვა, რომ არ ატაროთ ჯვარი იესოს გამოსახულებით, ეს სიკვდილის ნიშანია. ატარეთ მხოლოდ ჯვარი. ჯვარი როდესაც ჰკიდია ადამიანს, ეს პირდაპირ ეხება გულის ენერგიას, ანუ აწვება გულის ჩაკრაზე. თუ გვინდა, გადავრჩეთ და დავრჩეთ დედამიწაზე, უნდა ავწიოთ ენერგიული ველი. მხოლოდ სიყვარულით და სიკეთით გადავრჩებით“,- აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.
ვრცლად ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ გამოიყურებოდა შალვა პაპუაშვილის მეუღლე 26 მაისის ღონისძიებაზე - ფოტოები
⭕„საოცარ ფორმაში ხარ“ - სოფო ბედია ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕ 🎥 „სამი ფაქტორია, რაც სამყაროსთვის მნიშვნელოვანია“ - როგორ ინარჩუნებს მიხეილ ცაგარელი ათწლეულების განმავლობაში პოპულარობას?