Digest Logo

„არავის მისცეთ რთულად შესასრულებელი დაპირება, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, არავის მისცეთ თქვენით მანიპულირების უფლება“ - ნინა ხომერიკი 25 ივლისის ასტრომოვლენაზე

1753015673
ნინა ხომერიკი

„25 ივლისი არის ამ უარყოფითი ლაბირინთის კარის გაღების თარიღი, ვინაიდან, მერკური უკვე გადავიდა რეტროგრადულ მოძრაობაში და ამ წერტილს, ის კვლავ 2025 წლის 26 აგვისტოს დაუბრუნდება, ზუსტად ამ პერიოდში დაეჯახებით საკუთარი ილუზიების, სიცრუისა და დაშვებული შეცდომების შედეგებს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ნინა ხომერიკი წერს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

ასტროლოგი გამომწერებს ძველი საქმეების დასრულებისკენ მოუწოდებს:

„2025 წლის 25 ივლისი ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი თარიღია, ვინაიდან, მას შეუძლია დაგვიგოს მახე, რომელიც მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება და აუცილებელია გამოვიჩინოთ სიფრთხილე იმისათვის, რომ არ წამოვეგოთ შავი მთვარის მიერ შექმნილ პროვოკაციებს.

ამ დღეს, მერკურსა და ლილიტს შორის შეიქმნება ნეგატიური 90* გრ-ნი ასპექტი. მერკური, ეს არის ჩვენი სიტყვები, ლოგიკა, აზროვნება, მახსოვრობა, სტრატეგიები, გზები, ხოლო შავი მთვარე ილუზიები, დამახინჯებული აღქმა, მირაჟი, სიცრუე, ტყუილი, მას შეიძლება ცოდვის წერტილი ეწოდოს პირად რუკაში და შესაბამისად, ამ დღის განმავლობაში, თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვები, დესტრუქციული ფიქრები და აზრები, შესაძლებელია თქვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

25 ივლისი არის ამ უარყოფითი ლაბირინთის კარის გაღების თარიღი, ვინაიდან, მერკური უკვე გადავიდა რეტროგრადულ მოძრაობაში და ამ წერტილს, ის კვლავ 2025 წლის 26 აგვისტოს დაუბრუნდება, ზუსტად ამ პერიოდში დაეჯახებით საკუთარი ილუზიების, სიცრუისა და დაშვებული შეცდომების შედეგებს. რეტროგრადული მერკური ახლა იმყოფება ლომის ზოდიაქოს ნიშანში, სწორედ ამიტომ, ყველა ადამიანი ჩვეულებრივზე მეტად მიდრეკილია იმოქმედოს სხვის დასანახავად, შოუსთვის, გამოავლინოს თავდაჯერებულობა, არ გაითვალისწინოს არავის აზრი, გააბუქოს და გააზვიადოს ზოგიერთი სიტუაცია, ან მისი როლი ამ სიტუაციებში, გადააჭარბოთ თქვენს შესაძლებლობებს და ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ ფინანსებზე, არამედ შესაძლებელია მისცეთ ადამიანს ისეთი სახის პირობა, რომლის შესრულებაც, მიუხედავად სურვილისა, იქნება შეუძლებელი, გააკეთოთ გულუხვობის გამომხატველი ჟესტი, რისი რესურსიც არ გაქვთ, ან შეიძლება იმოქმედოთ ამაოების ბაზრის პრინციპით, რაც არარსებულის დემონსტრირებას გულისხმობს. ასეთ პერიოდებში, ადამიანები ხდებიან ძალიან მგრძნობიარენი, როდესაც ვინმე, ან რაიმე შეეხება მათ “ეგოს“, თავმოყვარეობასა და პატივმოყვარეობას, განსაკუთრებით რეტროგრადული მერკურის დროს, რომელიც აქტიურია 18 ივლისიდან - 11 აგვისტოს ჩათვლით, ამიტომ უკვე ამ პერიოდში, ჩვენ შეიძლება დავეჯახოთ ჩვენი მოქმედებებისა და სიტყვების შედეგებს, რომელიც თქვენი სიამაყითა და „ეგოთი“ იყო ნაკარნახევი და ზუსტად, ახლა, ამ რეტროგრადის პერიოდში, ანუ 11 აგვისტომდე, კარგი იქნება იმუშაოთ თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე, ვინაიდან, 2025 წლის 23 ოქტომბრიდან, დაიწყება ლილიტისა და მერკურის ახალი ციკლის ათვლა. ერთი სიტყვით, 25 ივლისიდან - 26 აგვისტოს ჩათვლით, ჩვენ შეიძლება შევეჯახოთ ისეთ სიტუაციებს, რა დროსაც დავინახავთ, რომ სიამაყე, ჭკვიანური, ბრძნული და ფრთხილი ხალხისაგან მიღებული რჩევების დაიგნორირება, ილუზიების დევნა და განდიდებისაკენ მიმავალი გზა, არ გამოგიყვანთ ლაბირინთიდან და მეტად ჩაგითრევთ პრობლემებში, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში, კვარცხლბეკზე დევს საკუთარი თავის მოტყუება, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყველაზე მზაკვრული თანამგზავრია, ვინაიდან, როდესაც ვცხოვრობთ ფანტაზიებით, ვიჯერებთ, რომ თეთრი შავია ან პირიქით, რაც დროთა განმავლობაში შლის საღი აზრის საზღვრებს.

ის მოვლენები, რომელიც თავს შეგვახსენებენ 25 ივლისიდან - 26 აგვისტოს ჩათვლით, შესაძლოა დაიწყო ან ჩაისახა მაშინ, როდესაც მოხდა შავი მთვარისა და მერკურის შეერთება, კერძოდ: 2024 წლის 2 ოქტომბერს, ასევე, ეს თარიღი უკავშირდება მზის ბუნიობის პერიოდს, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს კარმულ ენერგიებს და ახლა, ამ სიცრუის კორიდორში, მნიშვნელოვანია განვერიდოთ ტყუილებს და ვიყოთ მართალნი საკუთარი თავის მიმართ. შესაძლოა ყოველთვის არ იყოს შესაძლებლობა ვთქვათ სიმართლე ხმამაღლა, მაგრამ არც უნდა მოვიტყუოთ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოერიდოთ ზედმეტ თავდაჯერებულობას, მოუსმინოთ სხვის რჩევებს და არ თქვათ უარი დახმარებაზე იმ მიზეზით, რომ შესაძლოა ამის გამო მოგიწიოთ მასთან ერთად წარმატების გაზიარება.

არავის არ მისცეთ რთულად შესასრულებელი დაპირება, მხოლოდ იმისთვის, რომ დაანახვოთ სხვებს თქვენი ყოვლისშემძლეობა და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, არავის მისცეთ თქვენით მანიპულირების უფლება, რაც არ უნდა ეხებოდეს თქვენს სუსტ წერტილს, „ეგო“-ს. მერკური, ასევე არის საბუთების, ანგარიშსწორების, ვაჭრობის სიმბოლო, ამიტომ, ამ საკითხებში საჭიროა გამოიჩინოთ ყურადღება, სიფრთხილე: ფულადი გადარიცხვების, ანგარიშსწორების, ფინანსური და საგადასახადო დეკლარაციების შევსების დროს, ასევე მოსალოდნელია არასასიამოვნო, ახალი ამბების გაგება, რომელიც დაკავშირებული იქნება ბანკებთან, ვალუტის კურსთან, დეპოზიტებთან და გარკვეულ შეზღუდვებთან. ასეთ დროს, მატულობს კონფლიქტური სიტუაციები ადამიანებს შორის, რომელიც განპირობებულია ურთიერთპატივისცემის არარსებობით, ეჭვიანობით, ან შურით. ამ პერიოდში მოიმატებს ჭორი, სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორიები და ბევრი გაზვიადებული საუბრები. ამიტომ, ამ კორიდორის პერიოდში, 25 ივლისიდან - 26 აგვისტოს ჩათვლით ეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თქვენი შინაგანი და საინფორმაციო სივრცის სისუფთავე.

რაც შეეხება მერკურის რეტროგრადს, ის აქტიურია 18 ივლისიდან - 11 აგვისტოს ჩათვლით.

ამ პერიოდში, არ არის რეკომენდებული:

- მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება;

– უძრავი ქონების, მანქანის, სამსახურებრივი ხელშეკრულებების, პირობების ან დოკუმენტების გაუფრთხილებლად გაფორმება, რომელიც შეიძლება შემდგომში შეცდომებათ ან გაუგებრობებად იქცეს;

- ტექნიკის შეძენა;

განსაკუთრებით ელექტრონიკის: ტელეფონი, კომპიუტერი, ან სხვადასხვა სახის ტექნიკა, რადგან არსებობს დეფექტიანი ან არასწორი ნივთის შერჩევის რისკი;

- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება;

– ახალ პროექტში ჩართვა; ბიზნესის დაწყება; სერიოზული პირადი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან შესაძლოა მოხდეს აზრის ცვლილება ან მნიშვნელოვანი დეტალების გამოტოვება;

- საფრთხილოა მოგზაურობის დაწყება, რადგან მოსალოდნელია ფრენების გადადება, ბარგის დაკარგვა, ასეთ დროს, ხშირია ტექნიკური ხარვეზები, ამიტომ, უმჯობესია მნიშვნელოვანი ნივთები გქონდეთ ხელბარგში;

- ნებისმიერი სახის სიჩქარის გამოჩენა, განსაკუთრებით კომუნიკაციაში და საკითხების გაუკონტროლებლობა, ხშირია გაუგებრობები, შეცდომით გაგზავნილი შეტყობინებები, ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია.

რა არის რეკომენდებული ამ პერიოდში:

- ძველი საქმეების დასრულება;
- არსებული საბუთების გადახედვა, რევიზია, შემოწმება;
- ძველი სასურველი კონტაქტების განახლება;
- ინფორმაციის დამატებითი გადამოწმება“, - წერს ნინა ხომერიკი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არ სურთ ჩვენი სახით დაკარგონ ის საკვები, რომელიც მათი არსებობის წყაროა, ამიტომ გვიგზავნიან სხვადასხვა სახის საცდურებს“ - ხათუნა ნოელი რეინკარნაციაზე

„მართალს და ღმერთის გვერდში მდგომს არც არასდროს გაეკარება, ქრისტეს სისხლი და ხორცი ყველაზე ძლიერი განბანველი საშუალებაა“ - გიორგი ლობჯანიძე შავ მაგიაზე

„უნიჭიერესი მომღერალი, საამაყო“ - ანრი ჯოხაძე გამომწერებს ახალ ფოტოს უზიარებს